„ჩვენ არ გვყავს მეფე ან დედოფალი“: წულუკიანი ზურაბიშვილს აკრიტიკებს

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამასთან, სახელმწიფოს მეთაური შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების ირგვლივ აგორებული სკანდალი მწვავდება - ხელისუფლება ღია კრიტიკაზე გადავიდა.

შეწყალების საქმე: პრემიერი და მერი სისტემას აკრიტიკებენ >>

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან სამი სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა, ორი ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, ერთი კი ძებნილი იყო. აღნიშნულმა ფაქტმა არა მარტო ოპოზიციის, არამედ მმართველი პარტიის ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია. სკანდალი განსაკუთრებით მას შემდეგ გაღვივდა, რაც გაირკვა, რომ ერთ-ერთი შეწყალებული 2014 წელს პოლიციელის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. ბოლო პერიოდში კი ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი შეწყალებული პედოფილიაში ბრალდებული პირი იყო.

პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.

ამან არამარტო ოპოზიციის, არამედ მმართველი გუნდის ლიდერების აღშფოთება გამოიწვია.

„აუცილებელია, რომ როდესაც პრეზიდენტი ამა თუ იმ პირს იწყალებს, შემდეგ თუ რომელიმე კონკრეტულ შეწყალებულ პირთან დაკავშირებით გაჩნდება კითხვა, მან შეძლოს ახსნას, რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება, ჩვენ არ ვართ სამეფო, ვართ რესპუბლიკა, შესაბამისად, არ გვყავს მეფე ან დედოფალი, გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ვალდებულება შეწყალების აქტი დაასაბუთოს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„შეგიძლიათ მომკლათ”: პედოფილის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა კომენტარი არ გააკეთა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის თქმით, რამდენიმე ადამიანის შეწყალება ყოველგვარ ლოგიკას იყო მოკლებული.

„ჩვენ რამდენიმე ადამიანი ვნახეთ, რომლის შეწყალებაშიც არანაირი ლოგიკა არ იყო. მე ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით შემდეგ მორატორიუმიც იურიდიულად გაუმართავი იყო და ჩვენ ვმსჯელობთ უნდა იყოს თუ არა საკანონმდებლო შეზღუდვები ამასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ ეს ამბავი, ეს დისკუსია მალე უნდა მორჩეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კრიტიკული განცხადებები გააკეთეს ასევე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ. მათი თქმით, მიუღებელია იმ მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ადამიანების შეწყალება, რომლებიც ბოლო პერიოდში გათავისუფლდნენ.

ამასთან, თავად ზურაბიშვილი დუმილს ინარჩუნებს.

სექს-სკანდალი თბილისში: საკრებულოს დეპუტატი თანაშემწეს ავიწროებდა >>

„მე არ ვიცი, სხვა რას ამბობს, მე ვიცი რა არის ჩემი პასუხისმგებლობა და ვიცი, რომ ამ ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია. შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

გენერალურ პროკურატურაში გამოძიება შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

გამოძიების დასრულებამდე პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0