21:13 04 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6021
  • 100 RUB4.1678
  • USD3.0719
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
100 0 0

გახარიას და კალაძის განცხადებით, მათთვის მიუღებელია, როგორც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის, ასევე ყველა სახის მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის შეწყალება.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პედოფილიაში ბრალდებული პირის შეწყალებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმაურებიან, იუწყება პირველი არხი.

„შეგიძლიათ მომკლათ”: პედოფილის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა კომენტარი არ გააკეთა >>

გახარიას განცხადებით, მისთვის მიუღებელია, როგორც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის, ასევე ყველა სახის მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის შეწყალება. ასევე მან აღნიშნა, რომ შეწყალების სისტემა ცვლილებებს საჭიროებს.

„მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არის მიუღებელი, ისევე, როგორც ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება, როდესაც მას სასჯელიც ნახევარიც კი არ აქვს მოხდილი. რა თქმა უნდა საკანონმდებლო ცვლილებები არის საჭირო და საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტმა, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და ეს ცვლილებები უნდა მივიღოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, შეწყალებასთან დაკავშირებით პასუხისმგებელ პირს გამოძიება დაადგენს.

რაც შეეხება თბილისის მერის, კახა კალაძის მოსაზრებას, მისი განცხადებით, აუცილებელია შეწყალების წესი გადაიხედოს.

„ის, რომ წესი უნდა შეიცვალოს და გადაიხედოს, ამაზე პრეზიდენტმა ისაუბრა თვითონ. გამოძიებაც დაწყებულია და დაველოდოთ. თუ კორუფციის ნიშნები გამოიკვეთება, ამაზე დაწყებულია გამოძიება და ვნახავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ

მერის განცხადებით, მიუღებელია იმ მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ადამიანების შეწყალება, რომლებიც ბოლო პერიოდში გათავისუფლდნენ.

დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორებს გაუთქმელობის შეთანხმებაზე მოაწერინეს ხელი >>

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან სამი სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა, ორი ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, ერთი კი ძებნილი იყო. აღნიშნულმა ფაქტმა არა მარტო ოპოზიციის, არამედ მმართველი პარტიის ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია. სკანდალი განსაკუთრებით მას შემდეგ გაღვივდა, რაც გაირკვა, რომ ერთ-ერთი შეწყალებული 2014 წელს პოლიციელის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. ბოლო პერიოდში კი ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი შეწყალებული პედოფილიაში ბრალდებული პირი იყო.

პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.

მთავარი თემები