„უმორჩილესად გთხოვთ...“ – ვისი გათავისუფლება მოსთხოვეს ზურაბიშვილს

© Sputnik / Vladimir Umikashviliაქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან
აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმის მოხსნა სთხოვეს.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სამოქალაქო აქტივისტებმა, რომელთა შორის იყვნენ ადვოკატები და სამართალდამცველები, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან აქცია გამართეს და ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებულთა შეწყალება მოითხოვეს.

სკანდალის შემდეგ, რომელიც მსჯავრდებულთა შეწყალების აქტების შემდეგ აგორდა, ზურაბიშვილმა მორატორიუმი გამოაცხადა. მისი თქმით, კონკრეტული წესების შემუშავებამდე ის არავის აღარ შეიწყალებს.

© Sputnik / Vladimir Umikashviliაქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან
„უმორჩილესად გთხოვთ...“ – ვისი გათავისუფლება მოსთხოვეს ზურაბიშვილს - Sputnik საქართველო
აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

„მოქმედი ნარკოპოლიტიკის პირობებში უმორჩილესად გთხოვთ, დროულად გათავისუფლდნენ ნარკოდანაშაულზე დაკავებული პირები (შეძენა-შენახვის მუხლით გასამართლებული ნარკომომხმარებლები) და ასევე პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებული ადამიანები“, – ნათქვამია აქციის მონაწილეების მიმართვაში ზურაბიშვილის სახელზე.

პირველ ეტაპზე მათ ხუთი ადამიანის გათავისუფლება მოითხოვეს.

© Sputnik / Vladimir Umikashviliაქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან
„უმორჩილესად გთხოვთ...“ – ვისი გათავისუფლება მოსთხოვეს ზურაბიშვილს - Sputnik საქართველო
აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან სამი სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა, ორი – ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, ერთი კი ძებნილი იყო.

ამან როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის აღშფოთება გამოიწვია. შედეგად გენერალურმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0