კახა კალაძე: „შმაქსი“ „მიიშმაქსება“

© photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „გირჩმა“ უმუშევრად დარჩენილ  მძღოლებს „შმაქსაობა“ შესთავაზა.

თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. „შმაქსი“ ქუჩაში თუ გამოჩნდა, „მიიშმაქსება“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ კომპანია „შმაქსის“ დაფუძნებას.

დღეიდან ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფის სისტემა ძალაში შევიდა>>

პოლიტიკურმა გაერთიანება „გირჩმა“ ახალი კომპანია „შმაქსი“ დააფუძნა და უმუშევრად დარჩენილ  მძღოლებს „შმაქსაობა“ შესთავაზა. ამ გზით გააპროტესტა „გირჩმა“ ტაქსების რეფორმა, რომლის მიხედვითაც ტაქსი თეთრი ფერის, ოთხკარიანი, მარცხენასაჭიანი ავტომობილი უნდა იყოს.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
ჯარიმას არ უშინდება: „გირჩი“ თბილისში ტაქსის რეფორმას ებრძვის

„შმაქსი“ ქუჩაში ჯერ არ გამოჩენილა, თუკი გამოჩნდებიან, მიიშმაქსებიან“, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა.

ქალაქის ქუჩებში  „შმაქსის“ მანქანები უკვე გამოჩნდა.

პარტიის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, როდესაც მგზავრი „შმაქსიში” ჩაჯდება, მას იქ დახვდება მასწავლებელი, რომელიც თავისუფლების იდეაზე ესაუბრება.

„საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების იდეა გვქონდა. ახლა მერიამ თბილისში ასობით ადამიანი უმუშევარი დატოვა. კომპანია „შმაქსი” დაიქირავებს მასწავლებლებს, რომლებიც თბილისის მცხოვრებლებს ჩაისვამენ „შმაქსიში“ და მათ განათლებას მიაწვდიან“, – განაცხადა ჯაფარიძემ. 

ირაკლი ხმალაძე - Sputnik საქართველო
თბილისის ვიცე-მერი: „გირჩი“ ერთობა, ხოლო „შმაქსი“ დაჯარიმებას ექვემდებარება

1 ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ამოქმედდა, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას გულისხმობს.

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ.

ყველა ახალი ამბავი
0