ახალი ტელევიზია „ფორმულის“ გენერალური დირექტორის დაკითხვა 9 საათს გაგრძელდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ფორმულის“ გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე დარწმუნებულია, რომ პროკურატურის დაინტერესება მისი პერსონით ახალი არხის ეთერში გასვლას უკავშირდება.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ტელეკომპანია „ფორმულის“ გენერალური დირექტორის ზურაბ გუმბარიძის დაკითხვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანხების გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში ცხრა საათს გაგრძელდა.

ახალი ტელევიზია ორი დღეა ეთერში საცდელი მაუწყებლობით გადის.

ტელეკამერა - Sputnik საქართველო
ნიკა რურუას ძმამ „მთავარი არხის“ წილი იყიდა

როგორც ცნობილია, კომპანიები „ინტერ მედია“, რომლის ერთ-ერთი მფლობელი ზურაბ გუმბარიძეა და „ინტერ მედია პლუსი“, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორები იყვნენ. ორივე კომპანიის დირექტორს ზურაბ იაშვილს ბრალი ედება „კომერციულ მოსყიდვასა“ და „ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია“.

საქმეში ფიგურირებენ ასევე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. დამენიას ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით არხის „ქონებრივი უფლების გაფლანგვა“, გვარამიას კი, ზემოხსენებული სამი მუხლის გარდა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

„ის გარემოება, რომ ჩემი დაკითხვა დღეს მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ეჭვს, რომ ეს ყველაფერი, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში გასვლას. ყველა კითხვა დაკავშირებული იყო იმ პერიოდთან და ეს კითხვები იყო იდენტური, რაც დაესვა ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილსა და კახა დამენიას“, – განუცხადა გუმბარიძემ ჟურნალისტებს.

როგორც გუმბარიძემ აღნიშნა, მან გამოძიებას ამომწურავი პასუხები გასცა.

მისივე განცხადებით, „ფორმულა“ ფუნქციონირებას ყველაფრის მიუხედავად გააგრძელებს. უკვე 5 ოქტომბერს ეთერში გავა საინფორმაციო გამოშვება, 7 ოქტომბრიდან კი გამოჩნდება ახალი პროგრამები და პოლიტიკური თოქ-შოუები. გუმბარიძის სიტყვებით, „ფორმულა“ – ეს არ არის ერთი ადამიანი, ესაა იდეა, რომლის გარშემოც ბევრი პროფესიონალია გაერთიანებული.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს 50 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

დაკითხვის დეტალებზე გუმბარიძეს არ უსაუბრია გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელმოწერის გამო.

ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა ცდილობს დაამტკიცოს, რომ გვარამია მოქმედებდა „რუსთავი 2“-ის ინტერესების საზიანოდ, რათა კომპანია „ინტერ მედია პლუსს“, რომელიც მის მეგობრებს ეკუთვნის, მრავალმილიონიანი მოგება მიეღო. სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლის იანვარში შეთანხმება, რომლითაც მას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭა. იმ წელს „რუსთავი 2“-მა 7,4 მილიონი ლარით იზარალა, „ინტერ მედია პლუსის“ შემოსავალმა კი 8,7 მილიონი ლარი შეადგინა. 

საქმის მასალების თანახმად, რეკლამის განთავსების უფლებისთვის იაშვილმა გვარამიას გადასცა ორი 240 კვ.მ ფართობის ბინა.

ეს ბინები 2016 წლის ივნისში „ინტერ მედია პლუსმა“ შეიძინა. იმავე წლის აგვისტოში გვარამიამ და იაშვილმა გააფორმეს ფიქტიური გარიგება, რომლის თანახმად, კომპანიამ გვარამიასგან თითქოსდა ვალად აიღო 510 ათასი ლარი. 2017 წლის მარტში კი გვარამიამ „ინტერ მედია პლუსისგან“ ვალი ბინების სახით დაიბრუნა.

„რუსთავი 2“-ის მფლობელის შეცვლის შემდეგ ახალმა მფლობელმა განაცხადა, რომ ტელეარხი ურთულეს ფინანსურ მდგომარეობაში იყო.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გვარამიას „მთავარი არხი“ - „რუსთავი 2"-ის ალტერნატივა?

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა კომპანია „რუსთავი 2“ 18 ივლისს გადაიფორმა. ხალვაშმა საქმე საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში მოიგო, რის შემდეგაც „რუსთავი 2“-ის საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილა და ასევე ხალვაშისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.

მფლობელის გამოცვლისთანავე „რუსთავი 2“-დან გაათავისუფლეს ნიკა გვარამია, რომელმაც ხალვაში ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა. მალევე მისი თაოსნობით გაიხსნა ახალი ტელევიზია „მთავარი არხი“, რომელმაც მაუწყებლობა 9 სექტემბერს დაიწყო. ახალ არხზე გვარამიას კვალდაკვალ „რუსთავი 2“-ის წამყვანი ჟურნალისტებიც გადავიდნენ.

გვარამიას თანამოაზრეთა ნაწილი სამუშაოდ „ფორმულაზე“ გადავიდა, რომელიც ახლო მომავალში სრულყოფილად გავა ეთერში.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, ჩვეულ რეჟიმში მუშაობა არხმა ერთთვიანი შესვენების შემდეგ, მხოლოდ 23 სექტემბრიდან დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, არხზე ბევრი ცნობილი ჟურნალისტი დარჩა, თუმცა ტელეკომპანიაში კადრები სხვა არხებიდანაც მიიზიდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0