ხეტყის უკანონო ჭრა: ლიდერობს კახეთი

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხეტყის უკანონო ჭრა
ხეტყის უკანონო ჭრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტების 13 შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. სექტემბერში ხეტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 97 ფაქტი კახეთში დაფიქსირდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სექტემბერში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 261 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოვლენილ ფაქტებს შორის 13 შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ტყე - Sputnik საქართველო
კლიმატის მწვანე ფონდი საქართველოს სატყეო სექტორის პროექტს 32 მლნ აშშ დოლარით დააფინანსებს

კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლენილი 97 ფაქტის გარდა, იმერეთში დაფიქსირდა 43 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში – 33, შიდა ქართლში – 27, აჭარაში – 24, სამეგრელო–ზემო სვანეთში – 14, ქვემო ქართლში – 10, მცხეთა-მთიანეთში – 6, გურიაში – 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჯამში უკანონოდ მოპოვებული 653 კუბური მეტრი ხეტყე ამოიღეს.

აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 21 ფაქტი, მათ შორის ორი – თბილისის ტერიტორიაზე. ასევე ამოღებულია 21 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მილიონი ჰექტარის ფართობს იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რომლებიც ქვეყნის საერთო ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0