კლიმატის მწვანე ფონდი საქართველოს სატყეო სექტორის პროექტს 32 მლნ აშშ დოლარით დააფინანსებს

© photo: courtesy of Elizabeth Joudroტყე
ტყე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო თანდილაშვილმა კონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე სატყეო სექტორის რეფორმაზე

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციაზე კლიმატის ცვლილების პოლიტიკის საკითხებში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა, აცნობეს Sputnik-საქართველოს უწყებიდან.

ნინო თანდილაშვილი, კორეის ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციას დაესწრო.

ხანძარი ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკოსისტემა საფრთხეშია – რა რისკების წინაშე დგას ქვეყანა

მინისტრის მოადგილე სიტყვით კონფერენციის სხვადასხვა პანელზე გამოვიდა და კლიმატის მწვანე ფონდთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად საქართველოს მიერ მომზადებულ ეროვნული პროგრამის დოკუმენტზე ისაუბრა. თანდილაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე სატყეო სექტორის რეფორმაზე და ხაზი გაუსვა კლიმატის მწვანე ფონდის მიერ სამინისტროსა და GIZ-ის მონაწილეობით მომზადებული სატყეო სექტორის პროექტის დაფინანსების მნიშვნელობას.

„აღნიშნული პროექტი კლიმატის მწვანე ფონდს განსახილველად მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში წარედგინა. პროექტი ითვალისწინებს ფონდიდან, დაახლოებით, 32 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხის გამოყოფას სატყეო სექტორის რეფორმირების მიზნით", -აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტყე ლისის ტბასთან - Sputnik საქართველო
მოსახლეობის საყურადღებოდ! ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის გამო პატიმრობა გემუქრებათ

უწყების ცნობით, კონფერენციის ფარგლებში, ნინო თანდილაშვილი შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) წარმომადგენლებს.

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ახალი საპროექტო წინადადების, ხოლო ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან - პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ყველა ახალი ამბავი
0