პატიმრის თვითმკვლელობის გამო ქუთაისის ციხის დირექტორი გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Ivan Rudnev / გადასვლა მედიაბანკშისაპატიმრო
საპატიმრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე ზეწრით თავი ჩამოიხრჩო.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქუთაისის სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა ციხეში თავი ჩამოიხრჩო

აღნიშნული გადაწყვეტილება დაწესებულებაში მომხდარ თვითმკვლელობის ფაქტს უკავშირდება.

გუშინ ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელსაც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავი ჩამოიხრჩო. ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე ზეწრით თავი ჩამოიხრჩო.

„ძირითადი მტკიცებულებები შეგროვებული გვაქვს. უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც, იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი და ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ამ თვითმკვლელობის თავიდან აცილება და ხომ არ იკვეთება მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქუთაისის პენიტენციური დაწესებულების რომელიმე თანამშრომლის", – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბრალდებულს ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 11-109 მუხლის მეორე ნაწილის „ვ" პუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა – 2019 წლის 27 სექტემბერს ზუგდიდში მდებარე სასაფლაოზე საკუთარი ძმის მკვლელობა.

შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 27 სექტემბერს მოხდა. გამოძიების მიხედვით, 36 წლის მამაკაცმა საკუთარ ძმას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. დაშავებული მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა. დანაშაულის მოტივად წარსულში არსებული უთანხმოება დასახელდა.

ძმის მკვლელობისთვის ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.

რაც შეეხება გარდაცვლილს, გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცი წლების განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა და საქართველოში რამდენიმე დღის ჩამოსული იყო.

პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება გუშინვე დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0