ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა ციხეში თავი ჩამოიხრჩო

© AFP 2022 / Mike LEYRAL ციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
მამაკაცი პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრით ჩამოკიდებული ნახეს.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელსაც გუშინ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავი ჩამოიხრჩო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბრალდებულმა გ. წ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრით თავი ჩამოიკიდა.

სასამართლოს სხდომა ზუგდიდში - Sputnik საქართველო
ძმის მკვლელობაში ბრალდებული: ისეთ რამეს შეეხო, ვერ ვაპატიებდი

„მომხდარის შესახებ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სისცოცხლის მოსპობა) და ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა). ამჟამად საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება“, – განაცხადეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

გ.წ.-ს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ პუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, 2019 წლის 27 სექტემბერს ზუგდიდში მდებარე სასაფლაოზე საკუთარი ძმის მკვლელობა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ზუგდიდში ძმამ ძმა სასაფლაოზე მოკლა

შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გამოძიების მიხედვით, 36 წლის მამაკაცმა საკუთარ ძმას ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით სხეულის დაზიანებები მიაყენა. დაშავებული მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა. დანაშაულის მოტივად წარსულში არსებული უთანხმოება დასახელდა.

ძმის მკვლელობისთვის ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.

რაც შეეხება გარდაცვლილს, გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცი წლების განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა და საქართველოში რამდენიმე დღის ჩამოსული იყო.

ყველა ახალი ამბავი
0