ეკრანზე ჯერ მხოლოდ 16 სერია გამოვიდა, რომელმაც სწრაფად მიიპყრო მაყურებლის ყურადღება და ყველაზე ყურებადი თურქული სერიალების ტოპ-ათეულშიც მოხვდა. ბუნებრივია, არ წყდება ინტერესი მთავარი გმირების - დემირის და სელინის პირადი ცხოვრების, ასევე კარიერის შესახებ. ამიტომ გადავწყვიტეთ ფურკან ანდიჩის და აიბუქე ფუსათის შესახებ მოგითხროთ.
ფურკან ანდიჩი:
ასაკი: 29
სიმაღლე: 1,90
წონა: 85
ზოდიაქო: ვერძი
ბევრისთვის საყვარელი თურქი მსახიობი ფურკან ანდიჩი 1990 წლის 4 აპრილს დაიბადა სტამბულში. მისი დედა ულამაზესი სერბი ქალბატონი გახლავთ, მამა კი თურქი, რომელიც წარმოშობით ტრაპიზონიდანაა. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს. ფურკანი მათი შუათანა შვილია. როგორც მისი მშობლები იხსენებენ, ის ძალიან ცელქი, მაგრამ ნიჭიერი ბავშვი იყო. განათლება იედითევეს უნივერსიტეტში მიიღო, რომელის დასრულების შემდეგ სწავლა კიევის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში განაგრძო.
ფურკანი სამსახიობო სფეროში 2011 წლიდან ჩაერთო. მისი დებიუტი შედგა სერიალში „სკოლის დღიურები“, სადაც მერთის როლი შეასრულა. მსახიობს სერიალმა ძალიან დიდი წარმატება და მაყურებლის სიყვარული მოუტანა. ამის შემდეგ იყო არაერთი შეთავაზება და მნიშვნელოვანი პროექტი. დღეს ის ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მსახიობია თურქეთში.
ახლა თამაშობს სერიალში „ყველგან შენ ხარ“, სადაც მთავარ როლს ასრულებს ულამაზეს მსახიობთან აიბუქე ფუსაჩთან ერთად. გადაღებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სერიალის მთავარი გმირები დემირი და სელინი საშინლად ჯიუტი ადამიანები არიან. ისინი ერთსა და იმავე სახლზე აცხადებენ პრეტენზიას, რომელშიც უწევთ თანაცხოვრება. როდესაც დემირი იმ ფირმაში მივა უფროსად, სადაც სელინი მენეჯერად მუშაობს, ყველაფერი კიდევ უფრო აირევა. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ და ასე იწყება მათი თავბრუდამხვევი ისტორია.
ფურკანის თაყვანისმცემლებში დიდ ინტერესს იწვევს მსახიობის პირადი ცხოვრება. როგორც ცნობილია, მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა თურქ მსახიობთან და მოდელთან დილან ჩიჩექ დენიზთან, რომელსაც 2017 წელს დაშორდა.
დღეს თურქული პრესა ბევრს საუბრობს ფურკან ანდიჩის და ასევე მსახიობის ოზგე ოზაჯარის სასიყვარულო რომანზე. თუმცა ჯერჯერობით წყვილი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხოდ ტოვებს.
აიბუქე ფუსათი:
ასაკი: 24
სიმაღლე: 1.72 მ
წონა: 53
ზოდიაქო: კურო
აიბუქე ფუსათი 1995 წლის 22 მაისს დაიბადა ანკარაში. დაამთავრა ანკარის კონსერვატორიის ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი ბალეტის განხრით. მისი შემოქმედება საკმაოდ მრავალფეროვანია – არის მსახიობი, ასევე მოდელი და ბალერინა. 2014 წელს მონაწილეობა მიიღო მის თურქეთის კონკურსში, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. იმავე წელს წარდგენილი იყო მის სამყაროზეც.
მისი, როგორც მსახიობის კარიერა 2014 წელს დაიწყო. პირველად ითამაშა სერიალში „გზაჯვარედინი“. როლმა დიდი პოპულარობა მოუტანა და ამის შემდეგ ყოველ წელს ახალ პროექტში ერთვებოდა.
დღეს მონაწილეობას იღებს სერიალში „ყველგან შენ ხარ“, სადაც მხიარული, ენერგიული და ჯიუტი სელინის როლს ასრულებს.
თურქული პრესა ბევრს საუბრობდა მისი და მსახიობ ტოლგა სარიტას რომანზე, თუმცა ისინი ამას კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ კარგი მეგობრები არიან. როგორც აიბუქე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, დღეს ის თავისუფალია და სასიყვარულო ურთიერთობაში არ იმყოფება.