დაიწყო პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია

© Pixabay / 12019სკოლის მერხები
სკოლის მერხები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსურველებს შეუძლიათ შეისწავლონ პროფესიები ტურიზმის, მშენებლობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ დაიწყო პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას. ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რეგისტრაცია ოთხშაბათს, 2 ოქტომბერს დაიწყო და 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გახდი პროფესიონალი მშენებელი ან ფერმერი: უფროსებს გადამზადების კურსებზე იწვევენ>>

დაინტერესებული პირები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლებენ უფასოდ შეისწავლონ სასურველი პროფესია ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროებში.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ქვეყნის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში, ასევე დაწესებულებებში, სადაც ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

აპლიკანტებს დარეგისტრირება შეუძლიათ ონლაინ-რეჟიმში ვებ-გვერდზე www.vet.emis.ge.

მშენებლობა თბილისის ერთ–ერთ უბანში - Sputnik საქართველო
სამუშაო არის, მაგრამ კვალიფიციური კადრები – არა

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, რომლებმაც ენობრივი ბარიერის გამო ვერ შეძლეს პროფესიული განათლების მიღება, შესაძლებლობა აქვთ, ტესტირება გაიარონ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე. იმისთვის, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა სათანადო დონეზე შეძლონ სახელმწიფო ენის შესწავლა, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ქართული ენის შესწავლა დაამატეს.

2019 წელს გაზრდილია პროგრამების რაოდენობაც, რომლებიც ეფუძნება უშუალოდ ადგილზე შესწავლას ტურიზმის, სარკინიგზო ტრანსპორტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში. ამ პროცესში უკვე ჩაერთო 50-ზე მეტი კერძო კომპანია.

ამას გარდა, პროფგანათლების ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით პირველად აპლიკანტებს შეუძლიათ დუალურ პროგრამებზე პროფესიული ტესტირების გარეშე, ამა თუ იმ კერძო კომპანიასთან გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხონ.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია პროფესიული განათლება. მთავრობა პროფგანათლების სფეროში რიგი არსებითი ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. კერძოდ, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პროფგანათლების რეფორმებზე საუბრობს, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
არაპოპულარული „უდიპლომო სასიძო“ და პროფესიული განათლების პრობლემა საქართველოში

საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალება მიეცემათ, პროფესიის შესწავლის პარალელურად სრული ზოგადი განათლება მიიღონ. სურვილის შემთხვევაში კი ამავე დიპლომით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებენ.

ამას გარდა, სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით.

დაინერგება იმ მოქალაქეების გადამზადების მოკლევადიანი კურსები, რომლებმაც უკვე დიდი ხანია დაამთავრეს საშუალო სკოლა, მაგრამ სურთ პროფესიული განათლების მიღება. ამისთვის შრომით ბაზარზე ვაკანსიები იქნება გათვალისწინებული.

პროფესიულ კოლეჯებში სწავლა უფრო პოპულარული გახდება>>

დაინერგება არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები, რაც გულისხმობს პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობას, გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას.

ყველა ცვლილება პროფესიული განათლების სფეროში კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0