ფოთის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყო

© photo: Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia / FBტერმინალის მშენებლობის დაწყების ცერემონია ფოთის პორტში
ტერმინალის მშენებლობის დაწყების ცერემონია ფოთის პორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ღირებულება 120 მილიონ დოლარს შეადგენს, ტერმინალის მშენებლობის შემდეგ პორტის ტვირთბრუნვა 2,5 მილიონი ტონით გაიზრდება

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ფოთის პორტში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო.

ახალი ტერმინალის წყალობით პორტი წელიწადში 2,5 მილიონ ტონაზე მეტ ტვირთს მიიღებს. სამშაბათს სიმბოლური კაფსულის ჩადების ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მონაწილეობდნენ.

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტი ჩაიშალა?

„ჩვენთვის ეს არის საშუალება, ჩვენი ქვეყნის პოტენციალი გამოყენების, ეს არის საშუალება, მოხდეს რეგიონის განვითარება და რა თქმა უნდა, ეს არის საშუალება, დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას. რამდენადაც ვიცი, მხოლოდ ამ ტერმინალის გაფართოებით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის 500 – მდე მოქალაქის დასაქმებას. გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე მოეწყობა სასაწყობე მეურნეობები ... ასეთი პროექტები არის ჩვენი ქვეყნის დერეფნის განვითარების მომავალი, ახალი სატრანსპორტო და სატრანზიტო ნაკადების მოზიდვის წინაპირობა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

პროექტის ფარგლებში, ტერმინალი 25 ჰექტარის ფართობზე განთავსდება, ხოლო პორტის დაღრმავება 13 მეტრამდე 60 ათას ტონამდე ტევადობის გემების მიღების შესაძლებლობას შექმნის.

ნათია თურნავა: ანაკლიას ვუჭერთ მხარს, ფოთის პორტთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას >>

„მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკური გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოში განვითარდეს საპორტო-სანავსადგურო ინფრასტრუქტურა, თითოეული პორტი და შეიქმნას ახალი პორტები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდროს, გააძლიეროს და განავითაროს თავისი ადგილი ჩვენს ევრაზიულ კორიდორში, რეალურად გავხდეთ ჰაბი, დღევანდელი პროექტი ამისი ნათელი მაგალითია“, – აღნიშნა თურნავამ.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
ქართულ პორტებში შემავალ გემებს შეღავათები დაუწესდათ

პროექტის საერთო ღირებულება 120 მილიონი დოლარია, საიდანაც 50 მილიონს კერძო უცხოური ინვესტიციების ამერიკული კორპორაცია OPIC დააფინანსებს.

საქართველოს გავლით სატრანზიტო მარშრუტების განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ხარჯავს. ამ კუთხით, ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც შენდება ქვეყნის მასშტაბით, არის აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი. მათ შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

ყველა ახალი ამბავი
0