ნათია თურნავა: ანაკლიას ვუჭერთ მხარს, ფოთის პორტთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას

გამოწერა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელისუფლებისგან მხარდამჭერი განცხადებები გრძელდება.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ანაკლიის პორტს პრიორიტეტად ასახელებს და ამბობს, რომ ამ თემაზე სპეკულაციები აბსურდია, იუწყება Rustavi 2.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე: ანაკლიის პროექტს სრული მხარდაჭერა აქვს ჩვენი მხრიდან

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობამ ყველაზე მსხვილი პროექტის განხორციელება გონივრულ ვადაში უნდა შეძლოს და ამის შემაფერხებელი ფოთის ღრმაწყლოვანი პორტი არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობისთვის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ეს ლოჯისტიკური ობიექტი. მისივე თქმით, ფოთის პორტთან თანამშრომლობა გაგრძელდება.

„ჩვენი პრიორიტეტი არის ანაკლია. ფოთის პორტთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას იმიტომ, რომ ბევრი სხვა განვითარების გეგმა უკავშირდება ფოთის პორტს“, – აცხადებს ნათია თურნავა.

ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ეს უკვე მეორე მხარდამჭერი განცხადებაა ანაკლიის პორტის მისამართით. 12 ივნისს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკაში ვიზიტის დროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანაკლიის პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან. მთავრობა ასრულებს თავის ვალდებულებებს და, უფრო მეტიც, ეხმარება კონსორციუმის წევრებს, რომ მათაც შეასრულონ თავიანთი ვალდებულები.

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო.

ანაკლიის პორტის მშენებლობა: ხელისუფლებამ გზის მიმართულება აირჩია >>>

პროექტს ახორციელებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მ დააფუძნეს. ამჟამად კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე პორტის ოპერატორი SSA Marine (აშშ), British Wondernet Express (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).

პორტმა პირველი ტვირთები 2021 წელს უნდა მიიღოს.

ყველა ახალი ამბავი
0