წყალტუბოში მე-9 სართულიდან გადავარდნილი 18 წლის ბიჭის დედამ თავი მოიკლა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედამ შვილის სიკვდილის ამბავი რომ გაგიგო, ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოხტა და დაიღუპა

თბილისი, 30 სექტემბერი - Sputnik. წყალტუბოში გარდაცვლილი 18 წლის ბიჭის  დედამ შვილის სიკვდილი რომ შეიტყო, თავი მოიკლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

29 სექტემბერს წყალტუბოში 18 წლის ბიჭი ცხრასართულიანი კორპუსიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ინტერნეტ თამაშ „ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა.

პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
წყალტუბოში 18 წლის მოსწავლე მე-9 სართულიდან გადმოვარდა

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბიჭის დედა უცხოეთიდან დღეს დაბრუნდა. ბიჭის სიკვდილი შეიტყო და ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოხტა და დაიღუპა.

წყალტუბოს პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა, სადაც ახალგაზრდა სწავლობდა, განაცხადა, რომ გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა სახლში ფურცელი იპოვა, სადაც საეჭვო ჩანაწერები იყო.

„კარგი მოსწავლე იყო. ბოლო წელს გულჩათხრობილი გახდა და სკოლაში იშვიათად დადიოდა. დედა ხშირად საზღვარგარეთ იყო, მამა რუსეთში ცხოვრობდა. ოჯახმა სახლში იპოვა ფურცელი, სადაც საეჭვო ჩანაწერები იყო. მას დაწერილი ჰქონდა გარდაცვალების რიცხვი. 13 ნოემბერს აღარ უნდა ყოფილიყო ცოცხალი“, - განაცხადა ფაქიზო ფანჩულიძემ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანად გულისხმობს. საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0