სროლა თბილისში: ერთ-ერთი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია

© photo: Sputnikკლინიკაში
კლინიკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი დაშავებული საოპერაციო ბლოკშია, მეორეს მალე გაწერენ

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, განაცხადა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ირაკლი ფირცხალაიშვილმა.

მისი თქმით, კლინიკაში დღეს ორი მამაკაცი შეიყვანეს, რომელთაგანაც ერთ-ერთს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
სროლა თბილისის ცენტრში: ყიფშიძეზე ორი მამაკაცი დაჭრეს

„ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად იმყოფება საოპერაციო ბლოკში. ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ცივი იარაღით არის თუ არა, ვერ გეტყვით. ამას ექსპერტიზა დაადგენს. ჭრილობა აქვს მუცლის არეში, ქვედა კიდურზე და ზურგის არეში. კანქვეშა ჰემატომა აქვს, რომელიც ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული“, - განაცხადა ექიმმა პირველი არხის ეთერში.

ორი მამაკაცი ყიფშიძის ქუჩაზე დღეს დაჭრეს, შემთხვევა ვაკეში, რამდენიმე საათის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, მანამდე სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე სროლის და ჩხუბის ხმა გაიგეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი მუხლით - „განზრახ მკვლელობის მცდელობა“ და „იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება“, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0