ქართველი მოსწავლე პრესტიჟული ოლიმპიადის „დიდების დარბაზში" მოხვდა

CC BY 2.0 / David Goehring / Furiously Factoringამოცანის ამოხსნა
ამოცანის ამოხსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დიდების დარბაზის" ლაურეატები ხდებიან ბავშვები მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ორი მედალი აქვთ.

თბილისი, 30 სექტემბერი - Sputnik. თბილისის ფიზიკა-მათემატიკის კომაროვის სახელობის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის „დიდების დარბაზში" მოხვდა, ნათქვამია სკოლის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი მოსწავლეები ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე - Sputnik საქართველო
ქართველმა მოსწავლეებმა ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მედლები აიღეს

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOI) იუნესკოს ეგიდით 1989 წლიდან ტარდება და ის არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ინტელექტუალური შეჯიბრება მთელი მსოფლიოს უფროსკლასელებისთვის.

ამ ოლიმპიადაზე მოსწავლეები გადიან ორ ხუთსაათიან ტურს, რომლის დროსაც თითოეულმა მონაწილემ უნდა ამოხსნას სამი ამოცანა და დაწეროს პროგრამა ორგანიზატორთა მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.

ოლიმპიადაზე „დიდების დარბაზის“ ლაურეატის ტიტულის ენიჭებათ ბავშვებს მთელი მსოფლიოდან, რომლებმაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ორი მედალი დაიმსახურეს. ბირკაძეს დღეისათვის ამ ოლიმპიადაზე ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი აქვს მიღებული.

„კომაროვის სკოლა ულოცავს ნიკას მორიგ აღიარებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს!“ – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

ქართველ მოსწავლეს საკმაოდ ბევრი ჯილდო აქვს. ნიკოლოზ ბირკაძეს კომპიუტერული ინფორმატიკის ოლიმპიადის მედლების გარდა, კიდევ ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს, რომელიც მან მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მიიღო. ჟაუტიკიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მან ერთი ოქროს მედალი აიღო ინფორმატიკაში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მიიღო ოქროს მედალი და პირველი ადგილი დაიკავა.

ინფორმატიკის ოლიმპიადაზე ცენტრალური ევროპის ქვეყნების მოსწავლეებს შორის ნიკა ბირკაძემ მიიღო ერთი ოქროს მედალი და რუმინეთის მათემატიკის მასტერ-კლასში ერთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

ყველა ახალი ამბავი
0