მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და აქვეყნებს ჯარიმას, რომლის გამოც მას საურავი დაეკისრა, შემდეგ კი მანქანის მართვის უფლებაც შეუზღუდეს.
მომღერალი ამბობს, რომ მომსახურების სააგენტოს შეუძლია სმს-მომსახურების დამატება, თუმცა ამას პრინციპულად არ აკეთებს.
გიორგი სუხიტაშვილი მაყურებელმა გაიცნო კონკურსიდან „ჯეოსტარი“, სადაც გიორგიმ გაიმარჯვა კიდეც. მას შემდეგ გიორგი არაერთ პროექტში მონაწილეობდა.