პრეზენტაცია: დავით გაბისკირიას „წერილები კელიიდან"

© Photo: courtesy of Dato Gabiskiriaპოეტი დავით გაბისკირია
პოეტი დავით გაბისკირია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მწერალთან შეხვედრა თბილისური ამბებითა და ქართული ღვინის არომატით იქნება გაჯერებული.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. მწერალი დათო გაბისკირია თავის რიგით მეოთხე წიგნის „წერილები კელიიდან" პრეზენტაციაზე ყველა თავის მეგობარს (და არამეგობარსაც) ვაკის პარკში, ნიაზ დიასამიძის დარბაზში (ყოფილი ღია კინოთეატრი) 6 ოქტომბერს ეპატიჟება.

ავტორი სტუმრებს ცოცხალ მუსიკას, ტრადიციულ ღვინოს, საკუთარ ლექსებსა და თბილისურ ამბებს ჰპირდება...

ცოტა რამ დავით გაბისკირიაზე

საკუთარ თავზე ამბობს, რომ ცოტა გზააბნეული ადამიანია და იმ თბილისიდანაა, სადაც სხვა ურთიერთობა იყო და ხალხი ერთმანეთს სიყვარულით ექცეოდა. ამ დროის თბილისელია, რომელიც მოესწრო: კომუნისტებსაც, ცუდ რეჟიმსაც და კარგ დროსაც.

მწერალი ამერიკაში დაახლოებით შვიდი წელი ცხოვრობდა. პენსილვანიაში ბიზნესის ადმინისტრირების ფალულტეტზე სწავლობდა, ბაკალავრის დიპლომი ფლორიდაში აიღო, მაგრამ დიდხანს ვერ გაძლო და ისევ იმ თბილისში დაბრუნდა, რომლის გარეშე უცხოეთში ერთი ლექსიც ვერ დაწერა...

მისი ლექსები და მოთხრობები ყველაფერზეა: სიყვარულზე, ძმაკაცობაზე, კაცობაზე და იმ ქალაქის მონატრებაზე, რამაც თავის დროზე ცხრა მთას იქით გადახვეწილი ისევ უკან დააბრუნა...

ღონისძიება 18:30 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0