ქართველი მერილინ მონრო „ექსტრასენსთა ბრძოლაში“ მოხვდა

© photo: Mary Lyn / FB მარიამ ციმინტია, ქართველი ექსტრასენსი, მომღერალი და მსახიობი
მარიამ ციმინტია, ქართველი ექსტრასენსი, მომღერალი და მსახიობი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შოუს პირველ გადაცემაში ქართველმა ექსტრასენსმა სამიდან ორი გამოცდა წარმატებით გაიარა

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. ქართველი მომღერალი, მსახიობი და ნათელმხილველი მარიამ ციმინტია მოხვდა „ეშმაკის დუჟინში“ - რეალითი-შოუ „ექსტრასენსთა ბრძოლის“ 13 მონაწილეს შორის. ტელეშოუ რუსულ ტელეარხ ТНТ-ზე გადის.

პროექტის სრულფასოვან წევრობამდე მარიამს სამი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწია.

პირველი - უნდა გამოეცნო, რა არის დამალული შირმის უკან. ამჯერად პროდიუსერები შოუს საკმაოდ კრეატიულად მიუდგნენ. მათ შირმის უკან არა მხოლოდ გარკვეული ნივთი მოათავსეს, არამედ ნამდვილი მსოფლიო რეკორდი მოაწყვეს. სპორტსმენი გოგონა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო მოთავსებული ყინულის ნაჭრებით სავსე რეზერვუარში, სანამ ექსტრასენსები ცდილობდნენ ამოეცნოთ, რა არის დამალული შირმის უკან. ციმინტიამ ძალიან ზუსტად აღწერა გოგონას შეგრძნებები იმ მომენტში, როდესაც ის ძლიერ სიცივეს და დისკომფორტს განიცდიდა.

პატარა ქართველი მომღერლის ფურორი კარნეგი–ჰოლში >>

მეორე გამოცდა „საბარგული“: ექსტრასენსებს პარკინგზე მდგომ რამდენიმე ავტომობილიდან უნდა გამოეცნოთ ერთ-ერთი, რომლის საბარგულშიც ცოცხალი ადამიანი იწვა. მარიამმა ადამიანი ვერ იპოვა, მაგრამ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო. მან არჩევანი შეაჩერა ორ მანქანაზე, რომლიდან ერთ-ერთში ადამიანი იმალებოდა.

მესამე გამოცდა - „მისტერ Х“. თვალახვეულ ექსტრასენსს უნდა ეგრძნო მის წინ მდგომი ადამიანი და მოეყოლა ყველაფერი, რასაც ის ხედავს. ამ ეტაპზე ქართველმა საუკეთესო შედეგი აჩვენა.

მაკროსამყარო კაკლის ნაჭუჭში  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების მაგიური უნარები

„მისტერ Х“ აღმოჩნდა ცნობილი რუსი ბალერინა ანასტასია ვოლოჩკოვა. მარიამმა მის შესახებ საუბრისას ბევრი რამ სწორად გამოიცნო. ციმინტიამ აღნიშნა, რომ „მისტერ Х“ ძალიან ძლიერი, მაგრამ მგრძნობიარე ადამიანია, რომ მას იცავენ მფარველი ანგელოზები - ახლობელი ადამიანები, ხოლო ბალერინა ვერ აგვარებს ურთიერთობებს დედასთან. ვოლოჩკოვა ქართველი ნათელმხილველის უნარმა აღაფრთოვანა და მან ციმინტიას „ყველაზე ძლიერი“ უწოდა.

შედეგად ქართველი ნათელმხილველი ახალი საიუბილეო მე-20 „ექსტრასენსთა ბრძოლის“ 13 მონაწილეს შორის მოხვდა.

პროექტი „ექსტრასენსთა ბრძოლა“, რომელიც ბრიტანული Britain's Psychic Challenge-ის ანალოგია, აჩვენებს ზებუნებრივი უნარებით დაჯილდოებულ ადამიანებს. პირველი სეზონი ТНТ-ს ეთერში 2007 წელს გავიდა.

„ბავშვობიდან მქონდა ხილვები“ – ქართველი მერლინ მონრო „ექსტრასენსთა ბრძოლაში“ მონაწილეობს >>

„ბრძოლის“ ახალი სეზონი პროექტის არსებობის მანძილზე ინტერნაციონალური გახდა. მასში მონაწილეობისთვის იბრძოდნენ ექსტრასენსები ესპანეთიდან, აშშ-დან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, პოლონეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

რით არის ცნობილი მარიამ ციმინტია

საქართველოში მარიამ ციმინტია ცნობილია, როგორც 1950-იანი წლების ლეგენდარული სექს-სიმბოლოს, ცნობილი ამერიკელი კინომსახიობისა და მომღერლის, მერილინ მონროს ორეული. ამ ამპლუაში მარიამი ხშირად გამოდიოდა ქართულ მუსიკალურ პროექტებზე, საღამოებზე და შოუ-კონცერტებზე.

მონროს ამპლუას გარდა, მარიამ ციმინტია თავის შოუებში აკეთებს ისეთი ვარსკვლავების პაროდიებს, როგორებიცაა ელვის პრესლი, თინა ტერნერი და ასევე დეტექტიური ნუარ-რომანების ცნობილი მულტფილმის პერსონაჟი ჯესიკა რებიტი.

2019 წელს ციმინტია ასევე იღებდა მონაწილეობას „ევროვიზია-2019“-ის ეროვნულ კონკურსში. მუსიკალური ინდუსტრიის გარდა, მარიამს ასევე კინოში იღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0