ხელვაჩაურში მეწყერი ჩამოწვა

© photo: Kobuleti Municipality / FBმეწყერი
მეწყერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩამოწოლილმა მიწის მასამ გზის პარალიზებაც მოახდინა

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. ძლიერი წვიმის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მეწყერი ჩამოწვა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

გზის რემონტი აჭარაში - Sputnik საქართველო
პროკურატურა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობით დაინტერესდა

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მიწის მასა მუთიძეების  საკარმიდამო ნაკვეთში საცხოვრებელ სახლთან ჩამოიშალა. ადგილობრივების თქმით, შექმნილი მდგომარეობა საფრთხეს საცხოვრებელ სახლს უქმნის.

ჩამოწოლილმა მიწის მასამ გზის პარალიზებაც მოახდინა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,  ტერიტორიაზე გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. რაც შეეხება სახლის დანგრევასთან დაკავშირებულ საფრთხეს,  მათი თქმით,  ამ ეტაპზე სახლს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და შესაბამისად არც ოჯახის გამოსახლება იგეგმება.

ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ კირნათში და მახინჯაურშიც. ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, სოფელ კირნათში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მახინჯაურში კი გზა უკვე გაწმენდილია.

ყველა ახალი ამბავი
0