პროკურატურა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობით დაინტერესდა

© photo: Sputnikგზის რემონტი აჭარაში
გზის რემონტი აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურამ გამოძიება აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც 2016-2017 წლებში ქობულეთში ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია უხარისხოდ შესრულდა

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობას პროკურატურა სწავლობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მანქანები სანაპიროზე პიკის საათში - Sputnik საქართველო
აუდიტი: სამთავრობო უწყებებში დასაშვებზე მეტი მანქანა და საწვავის უკონტროლო ხარჯებია

პროკურატურამ გამოძიება აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც 2016-2017 წლებში ქობულეთში ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია უხარისხოდ შესრულდა.

„გიდასტურებთ, რომ მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მითვისებას გულისხმობს, გამოძიება ასევე მიმდინარეობს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს“, – განაცხადეს პროკურატურაში.

„ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის დეპარტამენტის მიერ 2018 წელს გადახდილია 1 938 795 ლარი, თუმცა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა და დანაკლისი, ჯამში შეადგენს 888 231 ლარს“, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტის მიერ 2018 წელს ვერ აიზომა 353 324 ლარის ღირებულების სამუშაოები და 2016 წელს ხარისხის შესწავლისა და დადასტურების გარეშე გადახდილია 631 360 ლარი, აუდიტის სამსახურის დასკვნით, მაღალია რისკი იმისა, რომ სამუშაოები აქაც არასრულად იყოს განხორციელებული, შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობა  კი გაცილებით მეტი იყოს, რაც საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვის რისკებს წარმოშობს.

საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
აჭარაში დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალს ხვალ წარუდგენენ

„ამასთანავე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ფარავს ბიუჯეტიდან ჯამში გახარჯული 2 570 155 ლარით მისაღებ სიკეთეს“, – აღნიშნულია აუდიტის დოკუმენტში.

აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილ პერიოდში აჭარის საგზაო დეპარტამენტს ამჟამად უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, გიორგი რომანაძე და აჭარის მთავრობის ახლანდელი აპარატის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი ხელმძღვანელობდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0