აუდიტი: სამთავრობო უწყებებში დასაშვებზე მეტი მანქანა და საწვავის უკონტროლო ხარჯებია

© Sputnik / Alexander Imedashviliმანქანები სანაპიროზე პიკის საათში
მანქანები სანაპიროზე პიკის საათში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პირობა დადო, რომ შეისწავლის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს

თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეამოწმა 34 სახელმწიფო დაწესებულების ავტოპარკი და დაადგინა, რომ მანქანების ლიმიტი გადაჭარბებულია და საწვავის ხარჯი არანაირად არ კონტროლდება, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ ანგარიშში.

ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება თბილისში - სახელმწიფო აუდიტის საგანგაშო ანგარიში >>

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გადაამოწმა შსს-ს, ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან დაკავშირებული უწყებები, რომელთა ბალანსზეც დაახლოებით 4,1 ათასი მანქანა ირიცხება. მათგან დაახლოებით 1,9 ათასს არ გააჩნია კონკრეტული დანიშნულება და მათი გამოყენება კანონით გათვალისწინებულ რაიმე შეზღუდვას არ ექვემდებარება.

საპარტნიორო ფონდის ხელომძღვანელი დავით საგანელიძე - Sputnik საქართველო
რატომ არის საპარტნიორო ფონდის საქმიანობა ზარალიანი

ყველა ამ მანქანის შენახვის ხარჯმა 26,2 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან მხოლოდ საწვავზე 14,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ ხარჯების 30% უკავშირდება მანქანებს კონკრეტული დანიშნულების გარეშე.

14 სახელმწიფო დაწესებულებაში დასაშვებ რაოდენობაზე მეტი მანქანა აღმოჩნდა.

„დადგენილზე მეტი რაოდენობის და არაკლასიფიცირებული ავტოპარკი იძლევა შესაძლებლობას, რომ სამსახურებრივი ავტომობილით სარგებლობდეს ისეთი თანამშრომელი, რომელსაც თანამდებობრივად არ ეკუთვნის სამსახურებრივი ავტომობილით სარგებლობა“, - ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, მთავრობის მიერ ავტომობილების შეძენაზე სტანდარტების დაწესების შემდეგ, 274 ახალი მანქანიდან მხოლოდ 59 აკმაყოფილებს მოთხოვნებს. დაცვის პოლიციის მიერ 192 მანქანის შეძენა საერთოდ არ იყო შეთანხმებული სამთავრობო კომისიასთან, როგორც ეს უნდა ყოფილიყო.

მმართველი პარტია მარტში მილიონი ლარით გამდიდრდა >>

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ 34 სახელმწიფო დაწესებულებიდან მხოლოდ ერთში სრულად და ერთში ნაწილობრივ იყო დაცული სამორიგეო ავტომობილებით სარგებლობის წესები. დანარჩენ უწყებებში ამაზე კონტროლი არ ხორციელდებოდა.

12 სახელმწიფო დაწესებულებაში შვებულება/მივლინებაში ყოფნის პერიოდში სამსახურებრივი ავტომობილით სარგებლობის 875 შემთხვევა გამოვლინდა.

პირად მანქანებში სახელმწიფო ხარჯზე ბენზინით სარგებლობის შემთხვევები 32 უწყებაში გამოვლინდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ანგარიშის შესწავლას დაპირდა.

„სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ავტოპარკს და ახალი ავტომობილების შესყიდვას. ამ მხრივ ბევრი რამ მოწესრიგდა. მაგრამ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, გეუბნებით, რომ აუდიტის სამსახური არის საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, ამიტომ ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ აუდიტის დასკვნას“, - განუცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული ახალი კვლევა 2017 წლის პერიოდს ეხებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0