18:20 17 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2721
  • 100 RUB4.6123
  • USD2.9663
თბილისის ერთ-ერთ ღია კაფეში

ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება თბილისში - სახელმწიფო აუდიტის საგანგაშო ანგარიში

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
10410

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გაეწია რეკომენდაცია, დააზუსტოს იმ ობიექტების ნუსხა, რომლებიც სახანძრო კონტროლს ექვემდებარებიან

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. თბილისში შემოწმებული 226 ობიექტიდან სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს მხოლოდ ერთი პასუხობს, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში „სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებში".

აუდიტის სამსახურმა 2018 წლის პირველ ნახევარში შეისწავლა, თუ რამდენად პასუხობს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განხორციელებული სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. საუბარია იმ ობიექტებზე, რომლებიც სახანძრო მეთვალყურეობას ექვემდებარებიან: რესტორნები, სასტუმროები, ოფისები, საგანმანათლებლო, სამედიცინო დაწესებულებები, ჰიპერმარკეტები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები.

სპეციალისტებმა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ობიექტები თბილისის სამ - ისანი-სამგორის, მთაწმინდა-კრწანისისა და ვაკე-საბურთალოს რაიონში შეამოწმეს

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ არსებული ობიექტების სია არასრულია. კერძოდ, 231 ობიექტებიდან, რომლებიც სახანძრო კონტროლს ექვემდებარებიან, 41 სიაში არ იყო. შესაბამისად, ამ ობიექტებს არ ამოწმებდნენ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ფუნქციონირებენ.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სახანძრო ინსპექტორების მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად შეასრულეს მხოლოდ ობიექტების 14%-ში. ესაა 408 ობიექტიდან სხვადასხვა დარღვევის მქონე 59 ობიექტი.

სპეციალისტებმა ასევე დაადგინეს, რომ დარღვევების მქონე ობიექტების 50% არ დაუჯარიმებიათ, ხოლო 21%-ს დაკისრებული ჯარიმა არ გადაუხდია. ეს, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მეტყველებს იმაზე, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურს ჯარიმების გადახდის კონტროლის მექანიზმი არ დაუნერგავს.

უსაფრთხოების ნორმების შეუსრულებლობის გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმიანობა შეუჩერდა მხოლოდ ერთ ობიექტს.

აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ გასულ წელს განხორციელებული რეფორმების შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 9,1 ათასიდან 15 ათასამდე გაზარდა იმ ობიექტების ნუსხა, რომლებიც სახანძრო კონტროლს ექვემდებარებიან.

თბილისის საბავშვო ბაღებში ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორებს დააყენებენ>>

ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისში სახანძრო ინსპექტორების რაოდენობა 201-დან 32 ადამიანამდე შემცირდა. თუ ორი ინსპექტორი საშუალო სირთულისა და სიდიდის ობიექტის სახანძრო-ტექნიკურ შემოწმებას ერთ დღეს მოანდომებს, ეს ნიშნავს, რომ 32 ინსპექტორი წელიწადში 15 ათასიდან დაახლოებით ოთხი ათასი ობიექტის შემოწმებას შეძლებს.

აუდიტის სამსახურმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რეკომენდაციები მისცა.

რეკომენდაციების თანახმად, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ობიექტების სია უნდა დააზუსტოს სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, მაგალითად, შემოსავლების სამსახურთან და უნდა აწარმოოს მათი ზუსტი აღრიცხვა.

ასევე, ოპტიმალური სახანძრო-ტექნიკური შემოწმების მიზნით, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა უნდა შეიმუშაოს კრიტერიუმები იმ ობიექტებისა, რომლებიც ექვემდებარებიან მეთვალყურეობას და ობიექტებზე ინსპექტორების განაწილების სისტემა.

სამსახურმა უნდა შეიმუშაოს ერთიანი სტანდარტი და ფორმა, რომელსაც ინსპექტორი ობიექტების შემოწმების დროს შეავსებს, შექმნას ინსპექტორების კვალიფიკაციის ამაღლების პოლიტიკა და ტრენინგების მოდული; დანერგოს ინსპექტორების საქმიანობის ხარისხის კონტროლის შესაბამისი მექანიზმი; დანერგოს კონტროლის შესაბამისი მექანიზმი, რომლის დახმარებით, კანონმდებლობის შესატყვისად, ყველა დაჯარიმებული ობიექტი გადაიხდის ჯარიმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანოა, რომელიც აუდიტს ახორციელებს.

მთავარი თემები