რატომ გაუქმდა მოსკოვში „თბილისობის“ აღნიშვნა

© photo: Sputnik / Alexey Stefanov„თბილისობა“ მოსკოვში
„თბილისობა“ მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის დედაქალაქში „თბილისობის“ დღესასწაული ყოველწლიურად ბოლო ცხრა წლის განმავლობაში იმართებოდა...

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. მოსკოვში „თბილისობა-2019“-ის დღესასწაული ორგანიზატორებმა გააუქმეს, ნათქვამია ორგანიზატორების Facebook-გვერდზე.

როგორი იქნება „თბილისობა–2019“: კალაძემ გრანდიოზულ გეგმებზე ისაუბრა >>

„თბილისობის“ დღესასწაული მოსკოვში 2011 წლის შემდეგ აღინიშნება. ღონისძიება მასშტაბურ ხასიათს ატარებდა. თბილისობის დღესასწაული ყოველწლიურად ეძღვნებოდა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონს. ღონისძიების სტუმრებს შეეძლოთ უკეთ გაეცნოთ ეროვნული სიმღერები და ცეკვები, ასევე დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.

„დიდი მწუხარებით გატყობინებთ, რომ 2019 წელს ფესტივალი აღარ იქნება. არ შემიძლია დაგტოვოთ უყურადღებოდ და არ აღვნიშნო ის ფაქტი, რამდენი ადამიანი გვწერს და გვირეკავს. სამწუხაროდ, მე ვერ დავასახელებ დეტალებს, თუ რატომ გაუქმდა მოსკოვში 2019 წელს თბილისობა“, - წერენ ორგანიზატორები.

მათი განცხადებით, წლევანდელი დღესასწაულის გაუქმების მიზეზები გავლენას არ მოახდენს „თბილისობა 2020"-ის ჩატარებაზე, რომელიც აუცილებლად ჩატარდება და „იქნება უფრო მასშტაბური, ვიდრე ოდესმე."

წელს, თბილისობის დღესასწაული 5-6 ოქტომბერს გაიმართება. საზეიმო ღონისძიებები ჩატარდება დედაქალაქის ოთხ სხვადასხვა ადგილას - რიყის პარკის ტერიტორიაზე, ლეღვთახევის ხეობაში, მეტეხის ხიდთან, ასევე ორბელიანის მოედანზე.

ცნობილია, რომ თბილისობის დღესასწაული ფართომასშტაბიანი ღონისძიებებით აღინიშნება ნიუ-იორკსა და კიევში.

ყველა ახალი ამბავი
0