Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რატომ გაყიდა თინა კანდელაკის დედამ თბილისში ერთადერთი ბინა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშითინა კანდელაკი
თინა კანდელაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თინა კანდელაკმა 2016 წელს საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი AnsaLigy გამოუშვა, რომელზეც მაღალი მოთხოვნაა ბაზარზე.

43 წლის ჟურნალისტმა, ტელეწამყვანმა, პროდიუსერმა და წარმატებულმა ბიზნეს-ლედიმ თინა კანდელაკმა Instagram-ზე, სადაც 2 მილიონი ხელმომწერი ჰყავს, პოსტი შურის თემას მიუძღვნა და საკუთარი ძველი და ახალი ფოტო გამოაქვეყნა.

„შური – უბედურებაა, რომელმაც სოცქსელების წყალობით ჩვენს დროში თავის კულმინაციას მიაღწია. ადამიანებს სხვისი ცხოვრების გაფილტრული ფოტოების შურთ, რომლებსაც არავითარი საერთო არ აქვთ რეალობასთან“, – წერს თინა.

თინა კანდელაკი შვილთან ერთად - Sputnik საქართველო
„დაუჯერებლად ლამაზი“- თინა კანდელაკს ულამაზესი გოგონა ჰყავს

ის პოსტში ასევე ჰყვება, რომ როდესაც იწყებდა კარიერას, მის დედას თბილისში ერთადერთი ბინის გაყიდვა მოუწია, რათა მოსკოვში სწავლის საფასური გადაეხადათ.

თინა კანდელაკმა 2016 წელს საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი AnsaLigy გამოუშვა, რომელზეც ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა. ის აქტიურია Instagram-ში და ხშირად უზიარებს რჩევებს ხელმომწერებს.

ყველა ახალი ამბავი
0