Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დაუჯერებლად ლამაზი“- თინა კანდელაკს ულამაზესი გოგონა ჰყავს

© photo: Sputnik / Evgenya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშითინა კანდელაკი შვილთან ერთად
თინა კანდელაკი შვილთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
მელანია კონდრახინით სოციალური ქსელის სულ უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ინტერესდება

ცნობილი ქართველი ტელეწამყვანის თინა კანდელაკის შვილი მელანია კონდრახინი სოციალურ ქსელში პოპულარობით დედას თითქმის არ ჩამოუვარდება. განსაკუთრებით პოპულარული მელანიას ის ფოტოები გახდა, რომელიც საბერძნეთში დასვენების დროსაა გადაღებული.

19 წლის მელანია იქ დედასთან და 17 წლის ძმასთან ერთად ისვენებს. გოგონა ამჟამად მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებას სწავლობს. ორი წლის წინ დაამთავრა სკოლა, სადაც ინგლისურ ენაზე სწავლობდა და ერთ-ერთია იმ ცნობილების შვილებისგან, რომლებსაც პოპულარობა არ ხიბლავთ.

როგორც თინამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მელანიას სახელი ცნობილი მოდელის, მელანია კნავსის ზეგავლენით დაარქვა, რომელსაც ახლა მთელი მსოფლიო როგორც მელანია ტრამპს, ისე იცნობს.

ვიდრე თინა კანდელაკი რუსეთის დედაქალაქს „დაიპყრობდა“, მან ბიზნესმენი და მხატვარი ანდრეი კონდრახინი გაიცნო და რომანტიკული ურთიერთობაც მაშინვე დაიწყო.

ორი წლის შემდეგ წყვილი ოფიციალურად შეუღლდა. კონდრახინთან ქორწინებაში კანდელაკს ორი შვილი - მელანია და ლეონტი შეეძინა. წყვილი ერთად 11 წელი ცხოვრობდა. საბოლოოდ უამრავი კონფლიქტისა და ჩხუბის გადატანის შემდეგ, თინა ქმარს დაშორდა.

ბავშვები თინასთან ცხოვრობენ, თუმცა მამას რეგულარულად ნახულობენ. ჟურნალისტი წინააღმდეგი არასდროს ყოფილა, რომ კონდრახინს ბავშვების აღზრდაში მონაწილეობა მიეღო, ამიტომ სასამართლოში ბავშვების მიმართ განსაზღვრული ურთიერთობა არ განიხილეს, არც ოჯახური ქონება გამხდარა სადავო.

განქორწინების მიზეზებზე, არც თინა და არც კონდრახინი არ საუბრობენ. ზოგი ამბობს, რომ ამის მიზეზი ფინანსური უთანხმოება გახდა, მეორე ვერსიით წყვილი ერთმანეთისგან დაიღალა.

42 წლის თინა ამ ეტაპზე 31 წლის ვასილ ბროვკოსთან ერთად ცხოვრობს. საინფორმაციო წყაროებმა არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია თინას ფეხმძიმობის შესახებ, რაც არ დადასტურდა.

ყველა ახალი ამბავი
0