თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ქალთა ნაკრებმა მოიპოვა ვერცხლის მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ კორეის ქალაქ ჩონგჯუში, ნათქვამია საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის განცხადებაში.
ფინალამდე ქართველმა სპორტსმენებმა ირმა ხეცურიანმა, ნანა ტიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა იტალიისა და პოლონეთის ნაკრებებს მოუგეს. ფინალში კი ქართველი მოფარიკავეების მეტოქე ჩინეთის უძლიერესი ნაკრები გახდა.
მსოფლიო ჩემპიონატი კორეაში 17 - 23 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა.
2019-2020 საფარიკაო სეზონმა, რომელიც სამი კვირის წინ დაიწყო, საქართველოს ნაკრებს უკვე სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოუტანა. მაია გუჩმაზოვას, ლიკა ჯიჯეიშვილისა და სანდრო ბაზაძის ოქროს მოფარიკავეთა გუნდური მედალი შეემატა.