ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ოქრო მოიპოვა

© Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgiaსაუკეთესო პარაოლიმიელი ირმა ხეცურიანი
საუკეთესო პარაოლიმიელი ირმა ხეცურიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის ეტაპებზე სეზონზე მესამე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასის ეტაპში ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა გაიმარჯვა.

ირმა ხეცურიანი ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის ოქროს მფლობელია >>

ხმალში შეჯიბრების ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ჩინელ აო ლანჯუს ანგარიშით 15:2 აჯობა.

ხეცურიანისთვის მსოფლიო თასის ეტაპზე ეს ოქროს მედალი სეზონზე მესამე გახდა და კარიერაში - მე-15.

აღსანიშნავია, რომ ხმალში შეჯიბრებაში მონაწილეობას ასევე სხვა ქართველი სპორტსმენი - ნინო ტიბილაშვილი იღებდა. სამწუხაროდ, მან ნახევარფინალში გარდამავალი ბრძოლა წააგო და უმედლოდ დარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0