რთველი-2019: გადამუშავებული ყურძნის მოცულობა 100 ათას ტონას აჭარბებს

© photo: Sputnikრთველი კახეთში
რთველი კახეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღვინის მარნებს ყურძენი 11 ათასმა მევენახემ ჩააბარა

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. კახეთში გადამუშავებული ყურძნის მოცულობა 100 ათას ტონას გადასცდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

რთველი 2019: პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრს დავალება მისცა >>

„21 სექტემბრის 10:00 საათის მონაცემებით, 101 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული: 65 ათასი რქაწითელი, 28 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ღვინის მარნებს ყურძენი 11 ათასმა მევენახემ ჩააბარა“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

რთველი - Sputnik საქართველო
მევენახეებმა კახეთში კვლავ საპროტესტო აქცია გამართეს

ბოლო დღეების განმავლობაში კახეთში ყურძნის ყოველდღიური გადამუშავების მოცულობა 10-11 ათას ტონას აღწევს, რაც ბოლო თითქმის 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, აცხადებენ სააგენტოში.

 რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები მობილიზებულები არიან, რომ პიკური გადამუშავების პირობებში, საწარმოებთან არ შეიქმნას დიდი რიგები. ასეთ შემთხვევებში, ხდება მანქანების ორგანიზებული გადამისამართება ახლოს მდებარე ღვინის მარნებში.

გასულ სამთავრობო სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს ყურძნის დროულად დაბინავება დაავალა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliრთველი კახეთში
რთველი-2019: გადამუშავებული ყურძნის მოცულობა 100 ათას ტონას აჭარბებს - Sputnik საქართველო
რთველი კახეთში

გასულ წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა – დაახლოებით 230 ათასი ტონა, მევენახეების შემოსავალმა 300 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ყველა ახალი ამბავი
0