ხაზარაძე: ეს თუ არ გაგრძელდა, ჩვენი ქვეყანა ბედნიერი ვერ იქნება

© photo: Anaklia Port / FBმამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მღელვარების მესამე თვე და ორი საპროტესტო აქცია თბილისში – პრეზიდენტის რეზიდენციისა და პარლამენტის წინ

თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. 20 ივნისი იყო ის წყალგამყოფი, რომელმაც მიმაღებინა გადაწყვეტილება შევერთებოდი ამ არაჩვეულებრივ ხალხს, -  განაცხადა პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. 

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრი კვლავ საპროტესტო აქციებმა მოიცვა

20 სექტემბერს ახალგაზრდულმა მოძრაობამ „სირცხვილია“ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციების დასრულების შესახებ განაცხადა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სამოქმედო გეგმები გაახმოვანა.

ამ მიზნით მოძრაობა „სირცხვილია“–ს ლიდერები  მთელ ქვეყანაში გეგმავენ აქტივისტების მობილური ჯგუფების, რომლებიც ხელისუფლებას „სიმშვიდეს არ აღირსებენ“ და ასევე იურიდიული ჯგუფების შექმნას, რომლებიც დაეხმარებიან 20–21 ივნისის აქციის დროს დაკავებულებსა და მოძრაობის წევრებს. ამასთან შეიქმნება მედიაპლატფორმები „ივანიშვილის პროპაგანდულ მასმედიასთან“ ბრძოლის მიზნით.

„პირადად მე და ყველა ჩვენგანი კიდევ ერთხელ მივხვდით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ყოველდღიური და ეს თუ არ გაგრძელდა, ჩვენი ქვეყანა ბედნიერი ვერ იქნება. თავისუფლების გარეშე არ არსებობს ბედნიერება, არ არსებობს წარმატებულის საქმე, ერთიანობა,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ აქციაზე.

რაც შეეხება აქციის ორგანიზატორებთან თანამშრომლობას, ხაზარაძის თქმით, ის  თანამშრომლობას ყველასთან გეგმავს,  ვისაც საქართველო უყვარს. 

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ხაზარაძემ მოძრაობა "ლელოს" 12 ლიდერი დაასახელა

საქართველოში უმსხვილესი TBC Bank-ის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 12 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო" დააფუძნა. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, საზოგადოებრივი მოძრაობა ორიენტირებული იქნება 2020 წლის არჩევნების მოგებაზე.

მანამდე პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს დაახლოებით 17 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ბრალი წინა თვეში წაუყენა. საუბარი TBC Bank-ის 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას ეხება. სასამართლომ თითოეულს გირაოს სახით 700 ათასი ლარი შეუფარდა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, კომუნისტური პარტიის წევრ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლითა და მისი პარლამენტში გამოსვლით დაიწყო. ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ოპოზიციამ და ახალგაზრდა აქტივისტებმა  პოლიცია ძალის არამართლზომიერ გამოყენებაში დაადანაშაულეს და გახიარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომა მოითხოვეს. თუმცა, მიუხედავად დაახლოებით სამთვიანი აქციებისა, გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა და საქართველოს პრემიერი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0