მამუკა ხაზარაძემ მოძრაობა "ლელოს" 12 ლიდერი დაასახელა

© photo: Mamuka Khazaradze / FB მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხაზარაძის განცხადებით, პოლიტიკური პარტია, რომელიც მალე დაფუძნდება, სხვა სახეებით დაკომპლექტდება.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვისაც აქვს დასავლეთის ვექტორი, ვისაც უნდა ქვეყანაში სწრაფი განვითარება, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის 12 წევრის წარდგენის დროს.

საქართველოში უმსხვილესი TBC Bank-ის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 12 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო" დააფუძნა. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, საზოგადოებრივი მოძრაობა ორიენტირებული იქნება 2020 წლის არჩევნების მოგებაზე.

დღეს მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის 12 ლიდერი წარადგინა. საზოგადოებრივ მოძრაობაში იქნებიან: იურისტები ლანა გალდავა და კახა კოჟორიძე, კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი, მწერალი თეონა დოლენჯაშვილი, ფილოლოგი მედეა მეტრეველი, მხატვარი გია გუგუშვილი, „სამოქალაქო მოძრაობიდან“ საბა ბუაძე, „შეაჩერე კორუფციიდან“ ქეთი ენუქიძე, პოლიტოლოგი ელენე მელიქიშვილი, ბიზნესმენი გია მორდეხაშვილი, ეკონომისტები გიგლა მიქაუტაძე და დავით გელაშვილი.

მამუკა ხაზარაძის პარტიის პრეზეტაცია ანაკლიაში - Sputnik საქართველო
გაპოლიტიკოსებული ბიზესმენი, ანუ კარადაში ჩონჩხების აღმოჩენის სეზონი იწყება

„განსაკუთრებით იმ ადამიანებთან ვითანამშრომლებთ, რომლებიც წინა ან ახლანდელი მთავრობის დროს იყვნენ უწყებებში, მუშაობდნენ, მათ კისერზე გადაიარა ძალიან ბევრმა პროფესიონალურმა ნაშრომმა და მუშაობამ და არავინ გამოიყვანა ეს ხალხი წინა პლანზე. ჩვენ ასეთ ადამიანებს ვეპატიჟებით, რადგან მათი ცოდნა გვჭირდება და პარტიული ნიშნით – „შენ "ნაციონალების" დროს მუშაობდი მინისტრის მოადგილედ და ამიტომ მიუღებელი ხარ", ასეთი რაღაც ჩვენთან არ იქნება", – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის სიტყვებით, განახლებას სისტემური ხასიათი ექნება და ამას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებასთან კავშირი არ ექნება. პოლიტიკური პარტია მალე დაფუძნდება, პარტიის ლიდერებს კი პრაიმერიზის გზით აირჩევენ.

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს დაახლოებით 17 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ბრალი წინა თვეში წაუყენა. საუბარი TBC Bank-ის 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას ეხება. სასამართლომ თითოეულს გირაოს სახით 700 ათასი ლარი შეუფარდა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

 

ყველა ახალი ამბავი
0