„ქართული სახლი ესპანეთში“ და ორგანიზაცია, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ეხმარება

© photo: courtesy of Diana Tsikhistaviმეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ესპანეთში მცხოვრებ დიანა ციხისთავს გაგაცნობთ.

„ჩვენ ვართ საქართველოს დავიწყებული შვილები, რომლებიც ყველგან უცხოები ვართ. აქ უცხოელები ვართ, სამშობლოში კი უკვე გაუცხოებულები. ჩვენ გასაკეთებელს შორიდან ვაკეთებთ“, – ასე გაგვეცნო ქალბატონი დიანა, რომელიც ბარსელონაში დიასპორული ორგანიზაციის დამაარსებელია.

მისი მეშვეობით ესპანეთში ინტეგრაცია ბევრ ქართველს გაუადვილდა. იგი ასევე კურირებას უწევს სოციალურ ქსელებში არსებულ ჯგუფს „ქართული სახლი ესპანეთში“. მისი ცხოვრების ამბის გასაგებად ქალბატონ დიანას ბარსელონაში დავუკავშირდით.

© photo: courtesy of Diana Tsikhistaviდიანა ციხისთავი
„ქართული სახლი ესპანეთში“ და ორგანიზაცია, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ეხმარება - Sputnik საქართველო
დიანა ციხისთავი

- ქალბატონო დიანა, როგორც წესი, ამ რუბრიკაში რესპონდენტების გაცნობას საქართველოში მათ მიერ განვლილი გზის გახსენებით ვიწყებთ...

- პროფესიით პედაგოგი ვარ და სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად ვმუშაობდი. ძალიან რთული დრო იყო და იმ პერიოდის ყველა უბედურებამ ჩემ ოჯახზეც გადაიარა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ორი მცირეწლოვანი შვილით თბილისში ქირით ვცხოვრობდი. ჩემს პატარა, სამსულიან ოჯახს წვალებით ვუძღვებოდი. როცა ინდმეწარმე გავხდი, თელავში და შემდეგ თბილისში გავხსენი პატარა სალონი, სადაც თავად ვმუშაობდი კოსმეტოლოგად, საკმაოდ წარმატებულად. პატარა სამკერვალოც მქონდა და ტანისამოსის მოდელებსაც მე ვქმნიდი. დღე და ღამე ვმუშაობდი, რომ ჩემს პატარებს საცხოვრებელი და საკვები ჰქონოდა. ერთ დღესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა და ემიგრაციაში წასვლა გადავწყვიტე. ის მითი, რომ საზღვარგარეთ უფასოდ აკეთებენ ოპერაციებს და ყველას უფასოდ მკურნალობენ, მაშინაც არსებობდა...

© photo: courtesy of Diana Tsikhistaviმეგობართან ერთად
„ქართული სახლი ესპანეთში“ და ორგანიზაცია, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ეხმარება - Sputnik საქართველო
მეგობართან ერთად

- ესპანეთში იმ დროს ჩახვედით, როდესაც ემიგრანტებს უცხო ქვეყანაში დამკვიდრებისთვის ელემენტარული ინფორმაციაც არ გააჩნდათ... 

- იმ დროს თავშესაფარს უცხო ქვეყანას არავინ სთხოვდა, რადგან სათანადო ინფორმაცია მართლა არ გვქონდა. ასე აღმოვჩნდი ესპანეთში, სადაც ცუდი დიაგნოზით საოპერაციოდ ჩამოვედი. მაშინ გავიგე, რომ თურმე თვეები უნდა ელოდო ექიმთან ვიზიტს, თან საცხოვრებელი ბინისა და კვების ფულიც საჭირო იყო. ძველ ემიგრანტებს ბევრი გვაქვს გამოვლილი. შვიდი თვის მანძილზე ჩემი გაჭირვებული ქვეყნიდან მეგობრების მიერ გამოგზავნილი დახმარებით ვიარსებე. ერთხელაც ჩემი მოსწავლის დახმარებით ვიშოვე სამსახური ძიძად ხუთშვილიან ოჯახში, სადაც ხუთ პატარას ვუვლიდი და თან ხუთსართულიან სახლს ვალაგებდი. ასე გავხდი ემიგრანტი ექიმებთან ვიზიტის მოლოდინში. ენის სწავლა არ გამჭირვებია, აქ ენა თუ იცი, ბევრს თუ არა, რამეს მაინც მიაღწევ... 

© photo: courtesy of Diana Tsikhistaviდიანა ციხისთავი
„ქართული სახლი ესპანეთში“ და ორგანიზაცია, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ეხმარება - Sputnik საქართველო
დიანა ციხისთავი

- როგორ და როდის შექმენით ემიგრანტებისთვის დიასპორული ორგანიზაცია? 

- ერთხელ საბერძნეთიდან დამირეკა ნაცნობმა, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა. მივხვდი, რომ სამომავლოდ ასეთი დახმარებებისთვის ოფიციალური სტატუსი იყო საჭირო. დაახლოებით ხუთი წლის წინ დავიწყე მუშაობა დიასპორული ორგანიზაციის პროექტზე და ჩემი იურისტის დახმარებით დავაარსეთ. მისი მიზანი ესპანეთში ჩამოსული ქართველი ემიგრანტების ინტეგრაცია იყო. გავიცანი ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომლებიც აქ მოხუცების მომვლელად და დამლაგებლად მუშაობდნენ. გული მიკვდებოდა, რომ ქართული გენი და ნიჭი სხვის სამსახურში იკარგებოდა. ეს იყო ჩემი ტკივილი, ვხედავდი როგორ კარგავდა საქართველო თავის შვილებს და ამისთვის ვერაფერს ვაკეთებდი… მოგვიანებით შევქმენი ფეისბუქ-გვერდი „ქართული სახლი ესპანეთში“, რომლის საშუალებით ემიგრანტებს გულში ვიხუტებ და ვეფერები...

© photo: courtesy of Diana Tsikhistaviმეგობრებთან ერთად
„ქართული სახლი ესპანეთში“ და ორგანიზაცია, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ეხმარება - Sputnik საქართველო
მეგობრებთან ერთად

- როგორია თქვენი ნოსტალგია?

- საქართველოს ნოსტალგია იქამდე მექნება, სანამ არ ვნახავ. ჩემი მეგობრების, ოჯახის წევრების, ჩემი ლამაზი მთა-ბარის მონატრება მაქვს სულ. მინდა ვნახო ისეთი საქართველო, სადაც ბედნიერი ქართველები იცხოვრობენ, სადაც ქუჩაში მომღიმარი სახეებით ივლიან და სადაც არავინ იქნება ხელგამოწვდილი...

 

ყველა ახალი ამბავი
0