რატომ დაიხურა თბილისში საზკვების 13 ობიექტი

© photo: National Food Agency / FBსურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში 57 ობიექტი შეამოწმა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში 57 ობიექტი შეამოწმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრიტიკულად ითვლება ის შეუსაბამობა, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისში სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში საზკვების 57 ობიექტი შეამოწმეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სალმონელა უცხოურ პროდუქტში - სამ საწარმოს პროდუქციის იმპორტი შეუჩერდა >>

ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა, ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები, საქმიანობა ბიზნეს-ოპერატორად რეგისტრაციის გარეშე. აღნიშნულის გამო მეწარმეები დაჯარიმდნენ.

ქათმები - Sputnik საქართველო
რას ვჭამთ: ბათუმის ბაზრიდან 98 კგ ფრინველის ხორცი ამოიღეს

კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა 13 ობიექტში, რომელთაც საჯარიმო სანქციის გარდა სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული მითითებების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

გააქტიურებული კონტროლისა და სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად დარღვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, აცხადებენ სააგენტოში. მიმდინარე წლის აპრილში კი სააგენტოს 18-მა სპეციალისტმა თბილისის ცენტრალურ უბნებსა და ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილებში განთავსებული 51 კვების ობიექტი შეამოწმა. კრიტიკული შეუსაბამობა 12 ობიექტში დაფიქსირდა.

სააგენტოში აღნიშნეს, რომ კრიტიკულად ითვლება ის შეუსაბამობა, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს, არსებული პრობლემების აღმოფხვრა კი შეუძლებელია საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე.

სურსათის ეროვნული სააგენტო საზკვების ობიექტების შემოწმებას პერიოდულად ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0