რას ვჭამთ: ბათუმის ბაზრიდან 98 კგ ფრინველის ხორცი ამოიღეს

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიქათმები
ქათმები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ობიექტი დიდი ოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზებისთვის გასულ თვეშიც დაჯარიმდა.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ბათუმის აგრარული ბაზრიდან ვეტერინარულად შეუმოწმებელი 98 კილო ხორცი ამოიღეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

ქათმები - Sputnik საქართველო
სურსათის სააგენტო: გაყინული ფრინველის ხორცის წონის 25%-ს წყალი შეადგენს

ტელეკომპანიის ინფორმაციით, საეჭვო წარმომავლობის ფრინევლის ხორცის რეალიზაციისთვის აგრარული ბაზარი 3 ათასი ლარით დაჯარიმდა.

ქართული კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში ყველა ხორც-პროდუქტი რეალიზაციამდე ვეტერინარულ შემოწმებას გადის.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი ბაზრის დაჯარიმების პირველი შემთხვევა არ არის. ობიექტი დიდი ოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზებისთვის გასულ თვეშიც დაჯარიმდა.

ყველა ახალი ამბავი
0