თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ზესტაფონში ახალგაზრდა ქალი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 10 წლამდე ვადით.
უბედური შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია.