რა საერთო აქვს ბუნებრივ აირს და ჩიტის ბუდეს: „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს

© photo : Sputnik / Igor Gavrilovჩიტის ბუდე
ჩიტის ბუდე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრინველები ბუდეს ღია კამერიანი წყლის გამაცხელებლების ან გაზის გამათბობლების მილში იკეთებენ

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ფრინველების ბუდობის და შემდგომ პერიოდში იმ ადამიანების მოწამვლა-გარდაცვალების რისკები იზრდება, რომლებსაც სახლში აკრძალული, ღია კამერიანი გაზის დანადგარები კუსტარულად აქვთ დამონტაჟებული, ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის ავტომობილი - Sputnik საქართველო
ათასობით დარღვევა ერთ თვეში: თბილისში გაზის საშიშ დანადგარებს ებრძვიან

კომპანიის განცხადებით, ფრინველები ბუდეს ღია კამერიანი წყლის გამაცხელებლების ან გაზის გამათბობლების მილში იკეთებენ, რადგან ასეთი დანადგარის მილი გარედან ღიაა და ფრინველი თავისუფლად მოახერხებს იქ სეღწევას. ფრინველები ბუდეებს გაზაფხულზე იკეთებენ და მილში დარჩენილი ბუდე ადამიანის მოწამვლისა ან გარდაცვალების მიზეზი შეიძლება გახდეს.

გამათბობლის მუშაობისას ნამწვი თავისუფლად ვერ გავა ბუდით გაჭედილ მილში და უკან, საცხოვრებელ ბინაში დაბრუნდება.

დახურული წვის კამერიანი გამაცხელებლის მილში კი ფრინველი ვერ შეაღწევს, რადგან გარედან მას ცხაური აქვს.

„ყაზტრანსგაზი“ მოუწოდებს მოსახლეობას, დაამონტაჟონ მხოლოდ დახურული წვის კამერიანი წყლის გამაცხელებლები (ე.წ. კალონკები) და გაზის გამათბობლები, უარი თქვან ღია წვის კამერიანი დანადგარების და ე.წ. გოფრირებული მილების მონტაჟზე.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისში ქსელიდან 3,8 ათასი კუსტარულად დამონტაჟებული ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებლები მოხსნეს.

საქართველოში გაზის დეტექტორები ყველა ოჯახისთვის სავალდებულო გახდება>>

გაზის მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისში ბოლო თვეების განმავლობაში ამის გამო ადამიანები დაიღუპნენ.

იანვრის შუა რიცხვებში დიდ დიღომში გაზის გაჟონვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - ბავშვიც. იანვრის ბოლოს შვიდი ადამიანი დაიღუპა ისნის რაიონში მხუთავი გაზის გამო.

ყველა ახალი ამბავი
0