თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. მეტროსადგურ „სამგორში“ 30 წლამდე მამააკაცი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მაშველებმა უკვე ამოვიყვანეს. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი კონტაქტური იყო.
მომხდარის გამო მოძრაობა შეფერხებული იყო მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით.
ამ დროისთვის, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.