თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ავტოსაგზაო შემთხვევა დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე დღეს მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში.