ბათუმში საავტორო კინოს ფესტივალი BIAFF 2019 იწყება

© Sputnik / Olga Kiknavelidzeბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არტ-ჰაუსის ვარსკვლავები და თაყვანისმცემლები ბათუმში ფესტივალზე შეიკრიბებიან

თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF ბათუმში კვირას იხსნება და 22 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ტრადიციულად, ჩვენების საკონკურსო სექცია მოიცავს მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს. თითოეულ სექციას საერთაშორისო დონის კინემატოგრაფისტებისგან დაკომპლექტებული ცალკე ჟიური აფასებს.

კადრი ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ - Sputnik საქართველო
ქართველი მოცეკვავეების გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმი „ოსკარზე“ გაიგზავნება

წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების მთავარ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს 10 ფილმი. ფილმებს წარმოადგენენ ფინეთი, კანადა, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი და საქართველო.

„მხატვრული ფილმების" კატეგორიაში მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ რეჟისორ ვეიტ ჰელმერის „ბიუსტჰალტერი", კივანჩ სეზერის „გულგრილად ლამაზი", მარკო სკოპის „და იქმნა ნათელი", ჯორჯ პალფის „მბრძანებლის ხმა", მარკ ჯენკინის „სატყუარა", ელმარ იმანოვის „სეზონის დასასრული", რეზა მირკარიმის „სიზმრების ციხე-სიმაგრე", ემინ ალპერის „სამი დის ზღაპარი" და იაცეკ ბორცუხის „დღის სასიამოვნო დასასრული".

ტორონტოში ქართულ ფილმს არატრადიციულ სიყვარულზე „ფესტივალის განძი" უწოდეს >>

სექციას შეაფასებს ხუთი წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური: ალექსანდრე მინდაძე (ჟიურის თავმჯდომარე, რუსეთი), ტატიანა დეტლოფსონი (აშშ), მარტინ ბლეინი (დიდი ბრიტანეთი), კარმენ გრეი (დიდი ბრიტანეთი) და რუსუდან გლურჯიძე (საქართველო).

კონკურსანტებს შორის აღსანიშნავია ფილმი „ყვირილი“, რომელიც რუსეთს წარმოადგენს. ეს არის ცნობილი ქართველი რეჟისორის, ირაკლი კვირიკაძის მეუღლის, რეჟისორისა და მხატვრის, ტომა სტენკოს ნამუშევარი.

„როდის დაბრუნდება ნინო“ – რუსმა ქალმა ქართველ მამაკაცზე ფილმი გადაიღო და ჯილდო დაიმსახურა >>

ფესტივალის საპატიო სტუმრები წელს იქნებიან ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და კინოს თეორეტიკოსი პოლ შრედერი (Paul Schrader), ფრანგი მსახიობი, უფრო მეტად ცნობილი როგორც ლეოს კარაკსას ალტერ-ეგო და მის ფილმებში თითქმის ყველა მთავარი როლის შემსრულებელი დენის ლავანი (Denis Lavant). ორივეს კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრიზი გადაეცემა.

BIAFF-ის ფარგლებში კინოჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „აპოლოში", სასტუმრო Wyndham-ში და ღია ცის ქვეშ სპეციალურად მოწყობილ მოედნებზე.

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 2006 წელს დაარსდა. ის ორიენტირებულია არტ-ჰაუსისა და დამოუკიდებელი კინოს სიახლეებზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. BIAFF-ი ითვალისწინებს სამ მთავარ ნომინაციას – საუკეთესო მხატვრული, საუკეთესო დოკუმენტური და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. კინოფორუმის პროგრამაშია ტრადიციულად ორი კონკურსია: ეროვნული და საერთაშორისო.

საკონკურსო პროგრამასთან ერთად ფესტივალის პროგრამა ითვალისწინებს მრავალრიცხოვან მასტერ-კლასებს, სექციებსა და სემინარებს.

ყველა ახალი ამბავი
0