აჭარელ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევას სთავაზობენ

გამოწერა
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა ციტრუსოვანი კულტურებისთვის.

თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აჭარის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს,  აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ციტრუსის საშემოდგომო ყინვის რისკისგან დაზღვევას სთავაზობს, იუწყება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო.

აგროდაზღვევის ბენეფიციარებს კახეთში მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ >>

ციტრუსების დაზღვევის პროგრამა საქართველოში 2014 წლიდან მოქმედებს. ფერმერებს შეუძლიათ სადაზღვევო კომპანიებს მიმართონ და დააზღვიონ თავიანთი მოსავალი სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან, საშემოდგომო ყინვისგან. დაზღვევის პოლისის თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან 70%-ს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 30% ფერმერმა თავად უნდა გადაიხადოს.

სახნავი მიწა - Sputnik საქართველო
ცვლილებები აგროდაზღვევაში: დაირეგისტრირეთ მიწა და დააზღვიეთ მოსავალი

სამინისტროს ინფორმაციით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა ციტრუსოვანი კულტურებისთვის. წინა წლების მსგავსად ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ იქნება 70%, ვაზზე კი - 50%.

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. დაზღვევას დაექვემდებარება მხოლოდ ისეთ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი მოსავალი, რომელიც დარეგისტრირებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“.

ასევე დამზღვევი ან მიწის მესაკუთრე, რომელსაც სურს რომ მიიღოს პროექტში მონაწილეობა, ვალდებულია დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში. მოცდის პერიოდი სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4 დღის ვადითაა განსაზღვრული.

ნაადრევი შემოდგომა, ჭარბი მოსავალი და ჩვენებურად თრობის პერსპექტივა... >>

2019 წლის ივლისის თვის მდგომარეობით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 13 565 პოლისი. დაზღვეულ იქნა 111 084 542 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. სულ დაზღვეულია 12 976 ჰა მიწის ფართობი. ჯამში სააგენტოს სუბსიდიის თანხამ შეადგინა 5 624 543 ლარი. 2019 წელს ანაზღაურებულმა ზარალმა შეადგინა 245 228 ლარი.

„აგროდაზღვევა“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული ერთ-ერთი პროექტია, რომელსაც „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო" ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0