აგროდაზღვევის ბენეფიციარებს კახეთში მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

© photo: Sputnik / Stringerვენახები
ვენახები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ეტაპზე, ბენეფიციარების მიწის ნაკვეთებზე აქტიურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სოსო ყარაულაშვილის ვენახი - Sputnik საქართველო
კახეთში სტიქიისგან დაზარალებულ გლეხებს კრედიტებს გადაუვადებენ

მაისის თვეში ძლიერმა სეტყვამ და უხვმა ნალექმა კახეთის რეგიონი დააზარალა - განადგურდა ვენახები და ერთწლიანი ნარგავები.

კახეთის რეგიონში მომხდარი სტიქიის შედეგად, სადაზღვევო კომპანიებში 1200-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

ამ ეტაპზე, ბენეფიციარების მიწის ნაკვეთებზე აქტიურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროექტში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%-ს, ხოლო ვაზზე — 50%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0