„დააგემოვნე თბილისის ქუჩებში" – დედაქალაქი გასტრონომიულ ფესტივალს უმასპინძლებს

© Sputnik / Alexander Imedashviliღვინის ფესტივალი
ღვინის ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის მიზანი კერძებისა და სასმელების მწარმოებელი ადგილობრივი მეწარმეების/ფიზიკური პირების ხელშეწყობა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ქუჩებში 14 და 15 სექტემბერს გასტრონომიული ფესტივალი „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში" (Taste Tbilisi Street Food) გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართული კერძები - Sputnik საქართველო
ვინ წარადგენს საქართველოს კულინარიულ „ოსკარზე"?!

ფესტივალი ორი დღის განმავლობაში თბილისის ცენტრში, ორბელიანის მოედანზე გაიმართება. Taste Tbilisi Street Food-ის ორგანიზატორი თბილისის მერიას დაქვემდებარებული ქალაქის ეკონომიკური განვითარების სამსახურია.

„ქუჩის საკვები და სწრაფი კვების ფესტივალები საუკეთესო საშუალებაა გასტრონომიული აღმოჩენებისთვის და, შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს. ჩვენც ვუერთდებით მსოფლიო ტრენდს და გთავაზობთ გამორჩეულ, თბილისურ "სტრიტ ფუდ" მარკეტს", – აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

ფესტივალზე სტუმრებს სწრაფი კვების ობიექტები, მზარეულები და სხვა საკვები თუ სასმელი პროდუქტების მწარმოებლები მონო–მენიუებით გაუმასპინძლდებიან.

პროექტის მიზანი კერძებისა და სასმელების მწარმოებელი ადგილობრივი მეწარმეების/ფიზიკური პირების ხელშეწყობა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.

ყველა ახალი ამბავი
0