ვინ წარადგენს საქართველოს კულინარიულ „ოსკარზე"?!

© photo : Photo: courtesy of Another Georgiaქართული კერძები
ქართული კერძები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსი ლიონში ორ წელში ერთხელ ტარდება და XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მზარეულის, ფრანგი პოლ ბოკუზის (Paul Bocuse) სახელს ატარებს.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საუკეთესო კულინარების გამოვლენასთან დაკავშირებით გასტრონომიული ფესტივალი, რომლის გამარჯვებულებიც საფრანგეთის ქალაქ ლიონში ყველაზე პრესტიჟულ კულინარულ შოუ Bocuse d'Or-ში მიიღებენ მონაწილეობას, საქართველოში 12-13 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

მზარეულებისთვის „ოქროს ბოკუზი" ერთგვარი კულინარიული „ოსკარია". კონკურსში გამარჯვება მონაწილეებისთვის არამარტო ახალი პერსპექტივა, არამედ ქვეყნის გასტრონომიული პრესტიჟის ამაღლება, ეროვნული სამზარეულოსადმი ყურადღების ამაღლება და გასტრონომიის სფეროს განვითარებაა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ქართული შესარჩევი ტურის გამართვის წესები ევროპულთან მაქსიმალურად მიახლოებული იქნება. მოთხოვნების სრული ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია Bocuse d'Or-ის ქართველი წარმომადგენლების ვებ-გვერდზე.

აჭარული ხაჭაპური - Sputnik საქართველო
ამერიკული AF&Co: ქართული კერძები – წლის სამზარეულო, ხოლო აჭარული ხაჭაპური – წლის კერძი

ძირითად მოთხოვნებს შორისაა სამი საბაზისო ფაქტორი: შეფ-მზარეული უნდა იყოს არანაკლებ 23 წლისა, ამასთან უნდა ჰქონდეს ერთ-ერთ რესტორანში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება და აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. შეფ-მზარეულს ასევე შეუძლია თავად წარადგინოს თავისი ასისტენტის კანდიდატურა, რომელთან ერთადაც მიიღებს მონაწილეობას შესარჩევ ტურში და გამარჯვების შემთხვევაში 2020 წელს ესტონეთში კონტინენტთაშორის ჩემპიონატზე Bocuse d'Or Europe გაემგზავრება, სადაც ევროპის საუკეთესო კულინარებს დაუპირისპირდება.

ევროპულ ტურზე გამარჯვება ქართულ გუნდს შესაძლებლობას მისცემს მონაწილეობა მიიღოს ლიონში 2021 წელს დაგეგმილი კონკურსის ფინალში. პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში სულ 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საუკეთესოს ჟიური გამოავლენს.

კონკურსი Bocuse d'Or საფრანგეთში 1987 წელს დაარსდა და მას შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. გასტრონომიულ სამყაროში ტენდენციებს თითქმის 30 წელია იგი კარნახობს და სხვადასხვა ქვეყნის შეფ-მზარეულებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და Bocuse d'Or -ის მთავარი ჯილდოს მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.

კონკურსი ლიონში ორ წელში ერთხელ ტარდება და XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მზარეულის, ფრანგი პოლ ბოკუზის (Paul Bocuse) სახელს ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0