მელია VS პროკურატურა: სააკაშვილის თანამებრძოლმა სასამართლოს აკრძალვა დაარღვია

გამოწერა
მელია მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ტოკ-შოუში მონაწილეობა პარლამენტის დეპუტატის პირდაპირი ვალდებულებაა.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ტელეარხ „კავკასიას" ინტერვიუ მისცა თბილისის საქალაქო სასამართლოს აკრძალვის მიუხედავად, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური უკვე დაუმაგრეს - ვიდეო>>

ივლისის ბოლოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. დეპუტატს ელექტრონული მეთვალყურეობა დაუწესდა. მას აეკრძალა სამართალდამცველი ორგანოების გაფრთხილების გარეშე სახლის დატოვება და საჯარო სივრცეში განცხადებების გაკეთება. მას ბრალად ედება თბილისში 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე არეულობების ორგანიზება.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო
ნიკა მელია: ამათ, მგონი, რეალური მელია ვგონივარ, ძაღლისებრთა ოჯახიდან

თავად მელიამ თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ ადვოკატმა პროკურატურა გააფრთხილა, რომ პოლიტიკოსი პოლიტიკურ ტოკ-შოუში მონაწილეობას აპირებდა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. თუმცა მელია ტელევიზიას მაინც ესტუმრა, რადგან მიიჩნევს, რომ ეს პარლამენტის დეპუტატის პირდაპირი ვალდებულებაა.

პროკურატურაში უკვე განაცხადეს, რომ ამ ფაქტს შეისწავლიან, რასაც შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.

საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი 26 ივნისს შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა, მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. პროკურორის თქმით, დეპუტატის ბრალეულობას ვიდეოჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები ამტკიცებს.

დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
დავით ბაქრაძე მელიას საქმეზე: ეს იყო სწორი, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება

ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული არეულობის ორგანიზების მუხლი ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ყველა ახალი ამბავი
0