„მიკვირს ხატია როგორ უძლებდა...“ – ინგა გრიგოლია წერს, რატომ გაუშვეს პრეზიდენტის პრეს-სპიკერი თანამდებობიდან

© photo: Izosia / FBინგა გრიგოლია
ინგა გრიგოლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეს თანამდებობა ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დაიკავა.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პრეს-სპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
პოლიტიკიდან წავალ – პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

როგორც ჟურნალისტი წერს, პრეს-სპიკერის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი მეგობარი ჟურნალისტის მიმართ გამოხატული სოლიდარობა გახდა.

„ის უფრო მიკვირდა, ხატია როგორ უძლებდა მისი უსახური განცხადებების გახმოვანებას“, – წერს ინგა გრიგოლია.

ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ხატია მოისწრაფიშვილს შორის უთანხმოება გახდა.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
„მე ამას არ ვისურვებდი": წულუკიანი პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელის შეწყალების თაობაზე

თავად პრეზიდენტის ყოფილი პრეს-სპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი არ ადასტურებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პრეს-სპიკერის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ. მანამდე სალომე ზურაბიშვილის მრჩეველმა ირინა შენგელიამ განაცხადა, რომ ხატია მოისწრაფიშვილი პრეს-სპიკერის მოვალეობას აღარ ასრულებს, თუმცა ის ადმინისტრაციის თანამშრომლად რჩება.

საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეს თანამდებობა ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დაიკავა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა და ახლა „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ, თავის მხრივ, რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ მოისწრაფიშვილის გადაყენება მის მხარდაჭერას უკავშირდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0