პოლიტიკიდან წავალ – პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილი მეორე ვადით გაპრეზიდენტებას არ აპირებს.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ არ აპირებს პოლიტიკით დაკავებას. ამის თაობაზე ზურაბიშვილმა ფრანგული გამოცემა Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაური გასული წლის 16 დეკემბერს გახდა. იგი ამ პოსტზე კენჭს იყრიდა როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა მას მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერდა.

„ეს საპრეზიდენტო ვადა და პრეზიდენტის თანამდებობა ჩემთვის ბოლოა, რამდენადაც არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო სხვა არჩევნებში და გავაგრძელო პოლიტიკური კარიერა. ეს მე უფრო მეტ დამოუკიდებლობას მაძლევს", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი 1952 წლის 18 მარტს პარიზში ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლისა და პარიზის ქართული სათვისტომოს მერვე თავმჯდომარის ლევან ზურაბიშვილის ოჯახში დაიბადა.

თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილის მანძილზე მან საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმუშავა, 2004-2005 წლებში კი, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, საქართველოს საგარეო უწყებას ჩაუდგა სათავეში. ნინო ბურჯანაძესთან კონფლიქტის შემდეგ, რომელიც იმ დროისთვის პარლამენტის თავმჯდომარე იყო, დატოვა თანამდებობა და ოპოზიციაში გადავიდა, ამასთან შექმნა პარტია "საქართველოს გზა".

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი: „რუსეთი ცდილობს ჩვენს დამორჩილებას“

2010 წელს ზურაბიშვილმა გაეროში დაიწყო მუშობა, ორი წლის შემდეგ კი, ხელისუფლებაში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 2016 წელს მმართველი პარტიის მხარდაჭერით იგი პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა.

საპრეზიდენტო მარათონის წინასაარჩევნო პერიოდში ზურაბიშვილი ქართული ენის სათანადო დონეზე არცოდნის გამო არაერთხელ აღმოჩენილა კურიოზულ მდგომარეობაში, თუმცა მაინც აქტიურად აგრძელებდა ამომრჩეველთან შეხვედრებს.

არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა, ზურაბიშვილმა ვერ შეძლო 50%-იანი ბარიერის გადალახვა, თუმცა ხმების დიდი ნაწილი (38,64%) მიიღო და მეორე ტურში გავიდა. მეორე ტურისთვის მმართველმა პარტიამ მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენა ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0