აჭარაში დარღვევების გამო ათობით გადამცვლელი პუნქტი დაიხურა

© Sputnik / Alexander Imedashviliვალუტის გადამცვლელი პუნქტი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტები გააფრთხილა, რომ შემოწმებები გაგრძელდება

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აჭარაში შემოწმების შედეგად 83 ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაცია გააუქმა, 77 კი დააჯარიმა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

რატომ დახურეს თბილისში ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები >>

ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ კლიენტების უფლებების დაცვის მიზნით პუნქტებს პერიოდულად შეამოწმებენ და ზომებს მიიღებენ.

წესების თანახმად, გადამცვლელი პუნქტების თანამშრომლები ვალდებული არიან, კლიენტებს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტების მიმდინარე კურსის, ისე საკომისიოების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ეროვნული ვალუტა - ლარი - Sputnik საქართველო
ექსპერტები: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კრედიტების გაძვირებას გამოიწვევს

გარდა ამისა, 30 წუთის განმავლობაში კლიენტს უფლება აქვს, გააუქმოს ჩატარებული ოპერაცია. მომხმარებელს ფულადი ტრანზაქციის დამადასტურებელ ჩეკთან ერთად ეს ინფორმაციაც უნდა მიაწოდონ. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპერაციის მოცულობა არ აღემატება 5 ათას ლარს ან ამ თანხის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მომხმარებელს, ვალუტის გადაცვლისას არ დაკარგოს სიფხიზლე და ტრანზაქციის დასრულებამდე შეამოწმოს ინფორმაცია გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიოსთან დაკავშირებით. მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ყველა მსურველს შეუძლია, დარეკოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – (032)2 406 406 ან მისწეროს მას ელექტრონულ ფოსტაზე – cp@nbg.gov.ge.

ყველა ახალი ამბავი
0