საპროტესტო აქცია ლაფანყურში: მოსახლეობა ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება

© photo: Energo pro Georgia / FBდანადგარები ჰესზე
დანადგარები ჰესზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივებმა მოსალოდნელი საფრთხეების შესწავლის მიზნით, ალტერნატიულ ექსპერტიზას მიმართეს და პასუხის მოლოდინში არიან

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ლაფანყურიდან შვიდ კილომეტრში, მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

სვანეთში დასახლებული პუნქტი წყალდიდობისგან ჰესმა იხსნა >>

ადილობრივების განცხადებით, მდინარეს არ გააჩნია შესაბამისი წყლის რესურსი, რაც ჰესის აშენების შემთხვევაში საფრთხეს ქმნის. მოსალოდნელი საფრთხეების შესწავლის მიზნით, ადგილობრივებმაალტერნატიულ ექსპერტიზას მიმართეს და პასუხის მოლოდინში არიან.

„მე იქ ვიყავი, როცა სპეციალისტები ჰესის აშენების ადგილს ათვალიერებდნენ და ერთმანეთს ხმამაღლა უზიარებდნენ აზრებს. კარგად გავიგონე, როგორ ამბობდნენ, რომ ნაშალი ქანია და აქ ჰესის აშენება საფრთხის შემცველია. მდინარე ლოპოტა წყალუხვი არ არის, განა რამდენ მეგავატიანი უნდა იყოს ის ჰესი, რომ სოფლის წალეკვის საფრთხედ ღირდეს“, – განაცხადა  ლაფანყურელმა თეიმურაზ ნაყეურმა.

ჰესი - Sputnik საქართველო
დენი გვინდა ჰესი არა?! ელექტროენერგიის გამომუშავება მოხმარებას ვერ ეწევა

როგორც მოსახლეობა აცხადებს, ჰესის აშენების შემთხვევაში მოხდება უნიკალური ჯიშის ხეების გაკაფვა, საფრთხე დაემუქრება ამ ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ციხის კომპლექსს, ფლორას და ფაუნას. ამასთანავე, მდინარე ლოპოტას დიდი ნაწილის მილებში მოქცევით სასმელი და სარწყავი წყლით სოფლის მომარაგებას სერიოზული პრობლემა შეექმნება.

ისინი მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან, გეოფიზიკოსებთან, გარემოს დამცველებსა და სხვა სპეციალისტებთან შეხვედრას მოითხოვენ.

 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ჰესის აშენებას და არანაირ პირობებს არ დათანხმდებიან. ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობა შესაბამის ხელმოწერებს აგროვებს.

საქართველოს ენერგოსისტემის სიმძლავრე 1,7 მეგავატით გაიზარდა >>

ლაფანყურელებმა დაგეგმილი ჰესის ტერიტორიისაკენ მიმავალი გზის პიკეტირება მოახდინეს, რათა მშენებელ კომპანიას ტერიტორიაზე შესაბამისი ტექნიკის მობილიზების საშუალება არ მისცენ.

ყველა ახალი ამბავი
0