სვანეთში დასახლებული პუნქტი წყალდიდობისგან ჰესმა იხსნა

© Sputnik / STRINGERწყალდიდობის შენეგები სვანეთში
წყალდიდობის შენეგები სვანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და გაწმენდის შემდეგ მისი ფუნქციონირება აღდგება.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ჰიდროელექტროსადგურმა „მესტიაჭალა 1" შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი წყალდიდობისგან იხსნა, ნათქვამია კომპანია Svaneti Hydro-ს სპეციალურ განცხადებაში.

© Mestiachala HPP / FB„მესტიაჭალა 1"-ის შენობა
სვანეთში დასახლებული პუნქტი წყალდიდობისგან ჰესმა იხსნა - Sputnik საქართველო
„მესტიაჭალა 1"-ის შენობა

რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელი წვიმის შედეგად მესტია წყალდიდობისგან დაზარალდა. მდინარე ნენსკრა ნაპირებიდან გადმოვიდა და „მესტიაჭალა 1"-ის შენობაც დატბორა. წყალმა წაიღო ხიდი და კვების ობიექტი.

მეწყერი სვანეთის გზაზე - Sputnik საქართველო
სტიქია სვანეთში: მესტიის სოფლებში ადიდებულმა მდინარემ ხიდები დააზიანა

„წყალდიდობა ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა 1“-ის მიმდებარე ხეობაში მოხდა. პირველი დარტყმა ჰესის წყალმიმღებმა და სადგურმა მიიღო და დამცავი ფუნქცია შეასრულა. დაიტბორა „მესტიაჭალა 1“-ის ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ წყალმოვარდნის დროს ჰესმა მდინარის დინება შეანელა, სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი დაიცვა", – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა 2"-ს, არც სადგურს და არც მიმდებარე დასახლებას სტიქია არ შეხებია, აღნიშნულია განცხადებაში.

„ადგილზე იმყოფებიან კომპანიის წარმომადგენლები და მიმდინარეობს „მესტიაჭალა 1“ ჰესის ტერიტორიის და ინფრასტრუქტურის პირველადი დათვალიერება... წყლის ნაკადის შემცირებისთანავე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაიწყებენ „მესტიაჭალა 1“ ჰესის ინფრასტრუქტურაზე გაწმენდით სამუშაოებს და ზიანის დადგენას", – აღნიშნულია განცხადებაში.

მერიის მონაცემებით, მდინარე მესტიაჭალა ნაპირებიდან გადმოვიდა. ტერიტორია წყლის მიერ მოტანილი სხვადასხვა მასალით აივსო, განადგურდა რამდენიმე ავტომობილი, საავტომობილო ხიდი და ინფრასტრუქტურა.

ყველა ახალი ამბავი
0