„ფეხზე დგომით ვართ...“ - რა სიტუაციაა „მთავარ არხზე“

© Facebook / Nanuka Zhorzholiani's Showნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ტელევიზია „ახალი არხი“ ტელეკომპანია „იბერიის“ ყოფილ შენობაში 9 სექტემბრიდან დაიწყებს მაუწყებლობას

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ სამსახურიდან გაუშვა.

ტელეკომპანია Rustavi2-ის შენობა - Sputnik საქართველო
„რუსთავი2“-ის საინფორმაციოს ახალი უფროსი: წასული ჟურნალისტების ნაწილს არხზე დაბრუნება სურს

ის ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან სამუშაოდ გვარამიასავე გახსნილ „მთავარ არხზე“ გადავიდა. ნანუკა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აქტიურად წერს როგორც მიმდინარე ამბებზე, ასევე ახალი ტელევიზიის სამზადისის პროცესზე.

მისი თქმით, იმხელა ადრენალინი ჰქონია ახლის შენებას, იმდენად დიდი, რომ ამხელა დანაკარგის ფასადაც კი ღირდა.

„ფეხზე დგომით ვართ. ადგილი არაა არსად. ეზოში რომ სკამებია, რიგში დგომითაა. ისიც კაცმა არ იცის მოგიწევს თუ არა. ვინ გაჯს ლესავს, ვინ ჩაქუჩით დადის. არადა სულ რაღაც ორი კვირა გვქონდა. თან უნდა გვეომა, თან პროკურატურაში ნიკას დაკითხვები, ახალი გამოძიებები, აქეთ საკუთარ კოლეგებთან განშორება, ემოციები, სტრესი. იქეთ ადვოკატები. (მოგვიანებით მოგიყვებით რაში გვჭირდება ადვოკატები)

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციოს ახალი უფროსი ეყოლება

ყველა სტუდია პარალელურად კეთდება. ყველა კომპიუტერი ერთად ლაგდება, ყველაფერი ერთად შენდება. ყველა ერთად გავრბივართ სადღაც. გიჟებივით გავრბივართ, რომ 9 სექტემბერს, თქვენთან შეხვედრაზე არ დავაგვიანოთ. როგორი ადრენალინი ქონია ახლის შენებას. იმდენად დიდი, რომ ამხელა დანაკარგის ფასადაც კი ღირდა“, - წერს ჟურნალისტი.

ახალი ტელევიზია „ახალი არხი“ 9 სექტემბრიდან დაიწყებს მაუწყებლობას, რაც შეეხება ნანუკას, მისი გადაცემა როგორც უკვე იცით ყოფილ სამსახურშივე დასრულდა და ნანუკამ სექტემბრიდან ახალი თოქ-შოუ დააანონსა. თუმცა რა თოქ-შოუზეა საუბარი და როდიდან ვიხილავთ მას, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0